ქობულეთში ბუნებრივი აირის გამათბობლის აალების შედეგად დედამ და მცირეწლოვანმა შვილმა დამწვრობა მიიღეს
ქობულეთში გაზქურის გამათბობლის აფეთქების შედეგად დაშავებული დედა და 3 წლის ბავშვი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაჰყავთ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
არსებული ცნობით, გაზქურის აფეთქების შედეგად დაშავებულ დედას სხეულის 45% აქვს დამწვარი.
„დედა-შვილი კლინიკაში თვითდინებით შემოიყვანეს. როგორც ანამნეზით დგინდება, საყოფაცხოვრებო პირობებში მოხდა გამათბობლის აფეთქება და სხეულის დამწვრობა. დედის დამწვრობა სხეულის სადღაც 45%-ს შეადგენს. დედა გადაჰყავთ თბილისში, დამწვრობის ცენტრში. ბავშვთან კი მიმდინარეობს პირველადი დახმარების გაწევა, შესაბამისად, გამოძახებულია პედიატრიული კატასტროფის ბრიგადა და მისი გადაყვანაც მოხდება დამწვრობის ცენტრში“, - აცხადებს ქობულეთის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური მენეჯერი ზურაბ გოგაძე.
როგორც გამოცემა წერს, ადგილზე იმყოფებოდა ტექნიკური სამსახური. მათი პირველადი შეფასებით, ბუნებრივი აირის მილებსა და მრიცხველზე პრობლემა არ გამოვლენილა. ტექნიკოსების განმარტებით, სავარაუდოდ, გაუმართაობა საცხოვრებელში არსებულ გამათბობელს უკავშირდება, თუმცა მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. აფეთქების შედეგად დაზიანდა სახლის შიდა ნაწილი და დაიწვა გარკვეული ნივთები და ტანსაცმელი.
1794307358
საზოგადოებაირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს ტალგატ ადუოვს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა დ...
1794306330
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჩვენი კონსტიტუციური არჩევანია, თუმცა ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვა არ აუქმებს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს უფლებამოსილებას
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროკომისიის ბოლო ანგარიში შეაფასა და აღნიშნა, რომ ანგარიშში უსაფუძვლო და უარგუმენტო შეფასებებია წარმოდგენილი სასამართ...
1794305745
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: იმდენად მძიმე მდგომარეობაში არიან ჩაცვენილები, ერთმანეთის საპირისპირო ჩვენებებს აძლევენ
საკონსტიტუციო სასამართლო 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკი...
1794304881
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი არ არის საგამოძიებო კომისიის სხდომები, სასამართლომ უნდა იმოქმედოს ორგანული კანონით, რეგლამენტით და სასამართლოს მიერ 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ოპოზიციონერი წარმომადგენლების განცხადებებს უპასუხა და პროცესის მიმდინარეობის სამართლებრივ მხარე...
1794303193
მსოფლიომარკო რუბიო: „რესპუბლიკელების“ საარჩევნო მარცხი ტრამპის საგარეო პოლიტიკას არ შეცვლის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელების“ მარცხი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკურ კურსზე გავლენას არ მოახდენს. პარიზში „დიდი შვიდეულის“ ს...



























