პატიმრობა მიესაჯა 31 წლის ქართველს, რომელიც ნიდერლანდში ქალებს ნემსით აბრუებდა
ნიდერლანდური მედიის ცნობით, 5-თვიანი პატიმრობა მიესაჯა 31 წლის ქართველ კაცს, ლ.ვ-ს ვინც ჰააგაში მუსიკალურ ფესტივალზე ქალს ნემსით აბრუებდა.
ინციდენტი ჰააგაში, ზუიდერპარკში ღია ცის ქვეშ გამართულ ცეკვის ფესტივალზე, 18 ივნისს მოხდა. კაცი შემთხვევის ადგილას დააკავეს. პოლიციამ მას კანქვეშა ინექციებისთვის გამოსაყენებელი ნემსი უპოვა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ შპრიცი სხვადასხვა ნივთიერებას, მათ შორის კოკაინს და ჰეროინს შეიცავდა.
შემთხვევას რამდენიმე მოწმეც ჰყავს. მათი თქმით, დაინახეს 31 წლის კაცმა ნემსი რამდენიმე ადამიანს როგორ ჩაარჭო. კაცს 1 შემთხვევაზე ასამართლებენ.
მედიის ცნობით, ეს ნიდერლანდებში ნემსით ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა ნივთიერების უნებართვოდ შეყვანის შემთხვევაზე პირველი სასამართლო პროცესია.
„ჩვენ შედარებით ახალ ფენომენზე ვსაუბრობთ. საშინელებაა რაც ჩაიდინეთ, ეს დაუშვებელია. მკაფიო უნდა იყოს, რომ ამგვარ ქმედებას პასუხი მოჰყვება. ეს უნდა შეწყდეს“ - განაცხადა მოსამართლემ სასამართლო პროცესზე.
შემთხვევის შედეგად დაზარალებულმა ქალმა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა. მედიკოსებმა მის ფეხზე წითელ წერტილი აღმოაჩინეს, რაც მათი თქმით, „თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას“, რომ ნანემსარია.
დაზარალებული თავს შეუძლოდ გრძნობდა, თავბრუ ეხვეოდა, მაგრამ გონება არ დაუკარგავს.
ბრალდებულმა აღიარა, რომ მას თან ჰქონდა ნემსი და შპრიცი, თუმცა განაცხადა რომ ის პირადი მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი, რადგან კბილი სტკიოდა. ის სხვა ადამიანებზე თავდასხმას უარყოფს.
„იმას მაბრალებენ, რაც არ გამიკეთებია“ - განაცხადა ბრალდებულმა.
1768485068
ახალი ამბებიმახაშვილი ევროკავშირის საელჩოს ვიდეოზე: როგორც ჩანს, მათი არჩევანია, რომ მათ შორის საქართველოს დროშაც აქციონ ძალადობის სიმბოლოდ როგორც სამწუხაროდ, აქციეს ევროკავშირის დროშა
როგორც ჩანს, მათი [ევროკავშირის საელჩოს] არჩევანია, რომ მათ შორის საქართველოს დროშაც აქციონ ძალადობის სიმბოლოდ როგორც სამწუხაროდ, აქციეს ევროკავშირის დროშა, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თა...
1768485009
საზოგადოებაგიორგი გაბუნია: ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიიღებს ყველა ზომას, იმისთვის რომ BBC-მ მოიხადოს ბოდიში არამარტო ხელისუფლების წინაშე, არამედ ქართველი ხალხისა და საქართველოს წინაშე
ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, პირველ რიგში არც BBC-ს და არც მის უფროსებს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს აბსოლუტურად ყველა სამართლებრივ ბერკეტს და მიიღებს ყველა ზომას, იმისთვის რომ ამ სიბინძურეს...
1768483699
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ ვქმნით პირობებს, სადაც ინვესტიცია, ინოვაცია და მაღალი სტანდარტები ერთმანეთთან თანხვედრაშია, ხოლო სახელმწიფო მოქმედებს როგორც სტაბილურობისა და სამართლიანი წესების გარანტი
„საქართველოს ეკონომიკის და კონკრეტულად, ტურიზმისა და ავიაციის სექტორის სწრაფმა განვითარებამ მოგვცა შესაძლებლობა, ქვეყანაში შემოვიდეს ახალი ავიაკომპანიები, დაგვემატოს ახალი ავიარეისები, მნიშვნელოვნად გ...
1768483486
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: აეროპორტის გაფართოების მნიშვნელობა კიდევ უფრო ნათლად იკვეთება იმ ფონზე, როდესაც 2025 წელი საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის განვითარებისთვის რეკორდული იყო - განხორციელდა 5,5 მილიონი ტურისტული ვიზიტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელსაც ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს, - ამის შესახებ...
1768483433
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: აეროპორტის გაფართოებისთვის განხორციელდება 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც მის გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის და ამასთან ერთად, მგზავრთა მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს
„დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ფრანგულ კომპანია Groupe ADP-სთან ხელს ვაწერთ ხელშეკრულებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების შესახებ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირ...



























