არჩილ გორდულაძე - მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ „ბიბისი“ აღიარებს თავის შეცდომას და ბოდიშს მოიხდის, „ქართული ოცნება“ ყოველთვის შეეცდება საკუთარი სიმართლის გატანას

„ქართული ოცნება“ ინტერესებს ყველა დონეზე დაიცავს „ბიბისის“ მიერ არაზუსტი, პოლიტიკურად ანგაჟირებული ინფორმაციის გავრცელებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მისამართით გავრცელებული ტყუილები მიზნად ისახავდა თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე.

„ბიბისის“ როგორც საკუთარი თავისთვის დაწესებული, ასევე ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ბიუროს მიერ განსაზღვრული არცერთი ძირითადი სტანდარტი არ დაუტოვებია დაურღვეველი. ეს არის მიუკერძოებლობა, სამართლიანობა, ფაქტებზე დაფუძნებული და ზუსტი ინფორმაციის გავრცელება და პასუხის უფლება. აბსოლუტური ტყუილები გავრცელდა „ქართული ოცნების“ მიმართ, რომელიც მიზნად ისახავდა „ქართულ ოცნებაზე“ თავდასხმას, შესაბამისად საქართველოს ხელისუფლებასა და ზოგადად სახელმწიფოზე.

ევროპული ქვეყნებიდან არაერთმა ბიუროკრატმა და საქართველოში პოლიტიკურად ანგაჟირებულმა პირებმა ეს სტატია და ფილმი გამოიყენეს საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად. სწორედ ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მექანიზმი გამოყენებული იყოს. ტყუილი და სტანდარტების დარღვევა მხილებული იყოს ყველა შესაძლო საშუალებით. ჯერ არის მიმართვა „ბიბისის“ შიდა მაკონტროლებელში, შემდეგ ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ბიურო და შემდეგ სასამართლო. „ქართული ოცნება“ ინტერესებს ყველა დონეზე დაიცავს ამ არაზუსტი, ტყუილის და პოლიტიკურად ანგაჟირებული ინფორმაციის გავრცელებისთვის.

მოლოდინი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი უნდა გვქონდეს, რომ „ბიბისი“ აღიარებს თავის შეცდომას მოიხდის ბოდიშს თითოეულ იდენტიფიცირებულ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა „ბიბისისთან“ დაკავშირებული პრაქტიკა განსხვავებულია. ხშირად არ არის ხოლმე , როდესაც დაზარალებულების ინტერესები დაცულია, ბოლო ხანებში განსაკუთრებით. თუმცა, მთავარია, რომ „ქართული ოცნება“ ყოველთვის შეეცდება საკუთარი სიმართლის გატანას. ეს არაერთხელ გაგვიკეთებია წარსულშიც, აწმყოშიც და მომავალშიც იმავეს გავაგრძელებთ“, – განაცხადა გორდულაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768483699

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვქმნით პირობებს, სადაც ინვესტიცია, ინოვაცია და მაღალი სტანდარტები ერთმანეთთან თანხვედრაშია, ხოლო სახელმწიფო მოქმედებს როგორც სტაბილურობისა და სამართლიანი წესების გარანტი

„საქართველოს ეკონომიკის და კონკრეტულად, ტურიზმისა და ავიაციის სექტორის სწრაფმა განვითარებამ მოგვცა შესაძლებლობა, ქვეყანაში შემოვიდეს ახალი ავიაკომპანიები, დაგვემატოს ახალი ავიარეისები, მნიშვნელოვნად გ...

 ირაკლი კობახიძე

1768483486

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: აეროპორტის გაფართოების მნიშვნელობა კიდევ უფრო ნათლად იკვეთება იმ ფონზე, როდესაც 2025 წელი საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის განვითარებისთვის რეკორდული იყო - განხორციელდა 5,5 მილიონი ტურისტული ვიზიტი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი არის ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელსაც ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს, - ამის შესახებ...

ირაკლი კობახიძე

1768483433

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: აეროპორტის გაფართოებისთვის განხორციელდება 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც მის გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის და ამასთან ერთად, მგზავრთა მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს

„დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ფრანგულ კომპანია Groupe ADP-სთან ხელს ვაწერთ ხელშეკრულებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების შესახებ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირ...

ირაკლი კობახიძე

1768482523

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6961 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6975 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი

1768482475

მსოფლიო

ჩინეთი აცხადებს, რომ მზადაა, ირანის გარშემო დაძაბულობის შემსუბუქებაში „კონსტრუქციული როლი“ შეასრულოს

ჩინეთი აცხადებს, რომ მას შეუძლია, „კონსტრუქციული როლი“ შეასრულოს ირანის გარშემო დაძაბულობის შემსუბუქებაში. აღნიშნულის შესახებ CNN-ი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე...

ვანგ იმ