Politico: კვიპროსი ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში კორუფციის ბრალდებებს აწყდება

 ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში, კვიპროსი კორუფციის ბრალდებებს აწყდება, - ამის შესახებ Politico wers.

როგორც გამოცემა იუწყება, საქმე ეხება X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც წარმოდგენილი არიან უმაღლესი თანამდებობის პირები, რომლებიც, როგორც ჩანს, აღწერენ გზებს, როგორ აუარონ გვერდი საარჩევნო ხარჯების ლიმიტს და ამისთვის ფულადი შემოწირულება გამოიყენონ, ასევე, განიხილავენ სქემას, რომელიც ბიზნესმენებს საშუალებას აძლევს, დაუახლოვდნენ პრეზიდენტსა და პირველ ლედის.

ამასთან, გავრცელებული ვიდეოს ერთ-ერთ მონაკვეთში საუბარი იყო რუსებისთვის დახმარებაზე ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების თავიდან აცილების გზით.

კვიპროსის მთავრობა უარყოფს ვიდეოში გამოთქმულ ბრალდებებს და მას „ჰიბრიდულ აქტივობას“ უწოდებს, რომელიც მიზნად ისახავს „მთავრობისა და ქვეყნის იმიჯის“ შელახვას.

 

როგორც მედია წერს, მთავრობა არ ამბობს, რომ ვიდეო ყალბია, მაგრამ ირწმუნება, რომ მისი შინაარსი შეცდომაში შემყვანია. როგორც ჩანს, კადრები კერძო შეხვედრებზე ფარული კამერებით არის გადაღებული.

კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ქრისტოდულიდესმა მკაცრად უპასუხა საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების შესახებ ვარაუდს.

„მე მსურს, საჯაროდ მივმართო ყველას, ვისაც აქვს მტკიცებულება პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფინანსური სარგებლის შესახებ საარჩევნო კამპანიის დროს ან პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში, დაუყოვნებლივ წარუდგინოს ისინი კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს. მე არავის, აბსოლუტურად არავის არ მივცემ უფლებას, დამადანაშაულოს კორუფციაში“,  - განაცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა.

როგორც „პოლიტიკო” წერს, ვიდეო სოციალურ მედია X-ზე, „ემილი ტომპსონის“ სახელით არსებულ ანგარიშზე გამოქვეყნდა, რომლის აღწერაშიც ნათქვამია, რომ ტომპსონი არის „დამოუკიდებელი მკვლევარი, ანალიტიკოსი და ლექტორი, რომელიც ძირითადად ამერიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზეა ორიენტირებული“. თუმცა, ანგარიშის უკან მდგომი პირის რეალური ვინაობის დამადასტურებელი საჯარო და გადამოწმებული ინფორმაციის მოძიება ვერ მოხერხდა.

ვიდეოში ყოფილი ენერგეტიკის მინისტრის ჯორჯ ლაკოტრიპისის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის დირექტორის, ხარალამბოს ხარალამბუსის კადრებია. ჩანაწერებში ლაკოტრიპისი წარმოდგენილია როგორც საკონტაქტო პირი იმ ადამიანებისთვის, ვინც ცდილობს, დაუახლოვდეს ქრისტოდულიდესს.

ლაკოტრიპისის განცხადებით, ვიდეოდან ნათლად ჩანს, რომ კადრები დამონტაჟებულია, რათა ზიანი მიაყენონ კვიპროსსა და პირადად მას. მისივე თქმით, საჩივარი შეიტანა პოლიციაში. ვიდეოს შემდეგ ეპიზოდში კი ნაჩვენებია ხარალამბუსი, ქრისტოდულიდესის ცოლის ძმა.

შეგახსენებთ, კვიპროსში საპარლამენტო არჩევნები მაისშია დაგეგმილი, საპრეზიდენტო არჩევნები კი 2028 წელს გაიმართება.​​​​​​​​​​​​​​​​

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791964815

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს

„ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმ...

ლევან მაჭავარიანი

1791963135

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე მსჯელობისას, უმთავრესი საზომია - რას იგრძნობს რიგითი ქართველი და რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი

სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის აღნიშნავს, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო კონკრეტული ნაბიჯებით ფასდება და შესაბამ...

ზურაბ ქადაგიძე

1791962485

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში „Raisina Middle East“ მონაწილეობას მიიღებს

მიმდინარე წლის 14-15 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „Raisina Middle Eas...

მაკა ბოჭორიშვილი

1791960756

ახალი ამბები

საფრანგეთის საელჩო: გილოცავთ სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოველი არა მხოლოდ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შედევრია, არამედ რწმენის, გამძლეობისა და ერთიანობის სიმბოლოა მთელი ხალხისთვის

„დღეს, საქართველო თავის ერთ-ერთ უძველეს და ძვირფას რელიგიურ დღესასწაულს, მცხეთობას/სვეტიცხოვლობას ზეიმობს“, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს. როგორც განცხადებაშია ნა...

საფრანგეთის საელჩო

1791958715

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი 4 ოქტომბრის საქმეზე: დაველოდოთ პროცესების განვითარებას და ვიქონიოთ იმედი, რომ ეს აღიარება, მონანიება არის რეალური და თვალთმაქცობას არ ექნება ადგილი

4 ოქტომბრის ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორობის ბრალდებით დაკავებულმა ოთხმა პირმა, ციხე ნოემბრის დასაწყისში უნდა დატოვოს. მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, გური ჟვანიამ და ირაკლი ჩხვირკვიამ საპროცესო შეთა...

გია ვოლსკი