შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული ს.ი., 1999 წელს დაბადებული გ.შ., 2000 წელს დაბადებულო ა.მ. და 1994 წელს დაბადებული მ.შ. დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს, სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდათ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორთან, რის შემდეგაც ჯგუფურად თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას. თავდასხმის შედეგად, პატრულ-ინსპექტორმა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიიღო, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოთხივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
1768823138
ახალი ამბებიგია ვოლსკი: კაია კალასის განცხადებები არის იმის მანიშნებელი, თუ რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ევროკავშირი, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შემხედველი
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ლოპესი აცხადებს, რომ კაია კალასი თანამდებობისთვის შეუფერებელია. ლოპესი აზიარებს კალასის განცხადებას, სადაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჩინეთ-რუსეთის კარ...
1768820785
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ევროკავშირი იმყოფება ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ პროცესებში, დასანანია, რომ სწორედ ახლა, ამ კრიტიკულ მომენტში, ევროკავშირის საგარეო სერვისის ხელმძღვანელი არის კაია კალასი
„ევროკავშირი იმყოფება ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ პროცესებში. დასანანია, რომ სწორედ ახლა, ამ კრიტიკულ მომენტში, ევროკავშირის საგარეო სერვისის ხელმძღვანელი არის კაია კალასი“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგ...
1768818702
ახალი ამბებიპრემიერი: გულწრფელად ვუსამძიმრებ ესპანეთში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ამ რთულ დროს ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესპანეთში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. შესაბამის პოსტს პრემიერი X-ზე აქვეყნებს. „გულწრფელად ვუსამძიმრებ ესპანეთში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევი...
1768818539
ახალი ამბებიგლდანის რაიონის გამგებელი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, „თბილსერვის ჯგუფი“, 24-საათიან რეჟიმზე ვართ გადასული
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, „თბილსერვის ჯგუფი“, 24-საათიან რეჟიმზე ვართ გადასული, - აცხადებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე. გამგებელმა „ქრონ...
1768818384
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ჯაფარიძის პარტია და „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციად დიდი ხანია არ მოიხსენიება, ესენი არიან ძალები, რომლებიც უცხოეთიდან დაკვეთებს ასრულებენ, ე.წ. გაერთიანებების თვითონაც აღარ სჯერათ
„თანახმა ვარ, სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ და მისი ფილიალების გამაერთიანებელი იყოს. ჯაფარიძის პარტია და „ნაცმოძრაობა“, დიდი ხანია, ოპოზიციად არ მოიხსენიება. ესენი არიან ძალები, რომლებიც პირდაპირ...




























