მინეაპოლისში საპროტესტო აქციებზე ათობით ადამიანი დააკავეს, დაშავდა ერთი პოლიციელი
„მინეაპოლისში, აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტის მიერ მოკლული ქალის გამო გამართული საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე 29 ადამიანი დააკავეს.
მინეაპოლისის პოლიციამ პარასკევს ღამით გამართული შეკრება უკანონოდ გამოაცხადა, მას შემდეგ რაც მომიტინგეებმა ქალაქში მდებარე სასტუმრო Canopy-სთან მოიყარეს თავი, სადაც, სავარაუდოდ ICE-ს რამდენიმე აგენტი იმყოფებოდა. სამართალდამცველების ცნობით, „ზოგიერთი პირი სასტუმროში უკანა შესასვლელიდან ძალის გამოყენებით შეიჭრა“.
ამასთან, დემონსტრაციის დროს, რომელშიც 1000-მდე ადამიანი მონაწილეობდა, ერთი პოლიციელიც დაშავდა - მას ყინულის ნატეხი ესროლეს. ოფიცერს სერიოზული სამედიცინო დახმარება არ დასჭირდა. ქალაქის პოლიციის უფროსის, ბრაიან ოჰარას განცხადებით, ყველა დაკავებული მოგვიანებით გაათავისუფლეს.
საპროტესტო აქციები საიმიგრაციო სამსახურის ქმედებების წინააღმდეგ აშშ-ის მასშტაბით მას შემდეგ დაიწყო, რაც 37 წლის რენი ნიკოლ გუდი ოთხშაბათს, საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს.
ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, აგენტი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, თავდაცვის მიზნით იმოქმედა. ადგილობრივი ოფიციალური პირები კი ამტკიცებენ, რომ ქალი არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენდა.
1768129974
მსოფლიორობერტ კენედი უმცროსი: გერმანიის ხელისუფლება უგულებელყოფს პაციენტის უფლებას და ზღუდავს მოქალაქეების შესაძლებლობას, სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღებისას საკუთარი რწმენისა და სინდისის მიხედვით იმოქმედონ
აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა რობერტ კენედი უმცროსმა X-ზე ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ის გერმანიის ჯანდაცვის მინისტრთან გაგზავნილ წერილზე საუბრობს. მას მიაჩნია, რომ ის, რაც გერმანიაში ახლა ხდება...
1768127697
მსოფლიოBloomberg: კანადაში შიშობენ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ტრამპის ადმინისტრაციის ზეწოლა გაიზრდება
კანადაში შიშობენ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ტრამპის ადმინისტრაციის ზეწოლა გაიზრდება. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, პოლიტიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ თეთრი სახლი კანადაზე ეკონომიკურ ზეწოლას გააძლიერ...
1768125323
მსოფლიოირანი აცხადებს, რომ აშშ-ის თავდასხმის შემთხვევაში, ამერიკელი სამხედროები და ისრაელი თეირანის „ლეგიტიმური სამიზნეები“ იქნებიან
ირანი შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, რომ თუ ვაშინგტონი თეირანს თავს დაესხმება, ირანი საპასუხო დარტყმას განახორციელებს. ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება. ირანის პარლამენტის სპიკერმა მუჰამედ ბა...
1768122153
მსოფლიოპიტერ სიიარტო: საღი აზრი დაკარგულია. ორმა ბირთვულმა სახელმწიფომ უკრაინაში ჯარების გაგზავნა გადაწყვიტა. ეს არსებითად იმას ნიშნავს, რომ ევროპის ბირთვულმა სახელმწიფოებმა ომი დაიწყეს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის ლიდერებს „სამხედრო ფანატიზმში“ ადანაშაულებს. განცხადება პიტერ სიიარტომ მმართველი პარტიის ყრილობაზე გააკეთა. უნგრეთის პირველი დიპლომატი საფრანგეთისა და დიდი ბ...
1768120166
მსოფლიოGB News: კირ სტარმერი ილონ მასკის X-ის საერთაშორისო აკრძალვის ამოქმედების შესახებ კანადასთან და ავსტრალიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმა კანადასთან და ავსტრალიასთან ილონ მასკის სოციალური მედიის პლატფორმა X-ის შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართა, - წერს GB News-ი. გამოცემა იტყობი...





























