პოლიციამ აჭარაში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 7 პირი დააკავა - დახურულია 12 ობიექტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთისა და ტაილანდის შვიდი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, ბათუმში მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სისტემატურად გადასცემდნენ. ასევე, პირთა პროსტიტუციაში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყოფდნენ მომსახურების მსურველ მამაკაცთა მოზიდვას, მათგან პროსტიტუციით გამომუშავებული თანხების მიღებას და განაწილებას.

პოლიციამ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 7 პირი ბრალდებულის სახით დააკავა და 12 ობიექტი დახურა.

სამართალდამცველებმა ობიექტებზე დასაქმებული ქალები გამოკითხვისა და შემდგომი სამართლებრივი პროცედურების განხორციელების მიზნით
გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766990094

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 1997 წელს დაბადებული დ.ჭ. და წარსულში...

ორი პირი დააკავეს

1766988809

ახალი ამბები

ნანა კაკაბაძე: გასაგებია, რომ თავისუფალი ბაზრის პირობებში ხელისუფლება კი არა, ბაზარი აწესებს ფასებს, მაგრამ ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, აღმოფხვრას ის მიზეზები, რაც იწვევს ფასების კოლოსალურ ზრდას

გასაგებია, რომ თავისუფალი ბაზრის პირობებში ხელისუფლება კი არა, ბაზარი აწესებს ფასებს, მაგრამ ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, აღმოფხვრას ის მიზეზები, რაც იწვევს ფასების კოლოსალურ ზრდას, - წერს არასამთა...

ნანა კაკაბაძე - უფლებადამცველი

1766986884

ახალი ამბები

გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კ...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთ

1766985479

ახალი ამბები

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სახელმწიფო დეპარტამენტში შობის დღესასწაულის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, სახელმწიფო დეპარტამენტში შობის დღესასწაულის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონ...

 თამარ ტალიაშვილმ

1766984684

ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. დასავლეთ საქართველოს...

ამინდი