გივი მიქანაძე: მე-11 და მე-12 კლასები იქნება სრულად რეპეტიტორიუმი, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, რომ აირჩიონ მხოლოდ ის საგნები, რომლის ჩაბარებაც უწევთ ეროვნული გამოცდების ფორმატში
უკვე არის მიღებული მთავრობის დადგენილება, რომ იწყება პროექტირება სტუდენტური ქალაქების, რომელიც ქუთაისში უნდა აშენდეს ძველი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თბილისთან მიმართებაში თბილისსა და რუსთავს შორის მდებარე ტერიტორია, რომელიც აბსოლუტურად სრულად უპასუხებს თანამედროვე საჭიროებებს ინფრასტრუქტურულად, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და სტუდენტური საცხოვრებლებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, განსაკუთრებული აქცენტი აგრარულ სექტორსა და პედაგოგიურ მიმართულებებზე იქნება.
„განსაკუთრებული აქცენტი აგრარულ სექტორსა და პედაგოგიურ მიმართულებებზე გვექნება, თუმცა ინდივიდუალური განხილვების შედეგად ჩვენ ვნახავთ რა საჭიროებები იქნება დამატებით.
ბაკალავრიატი უმრავლეს დისციპლინებზე, გამონაკლისების გარდა, გადავა 3-წლიან ფორმატზე ნაცვლად 4 წლისა, ხოლო სტანდარტული მაგისტრატურა იქნება 1-წლიანი და იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც გეგმავენ მესამე საფეხურზე, დოქტორანტურაზე სწავლის გაგრძელებას, იქნება დამატებით 1 წელი, ანუ 1+1 მაგისტრატურა“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ასევე ისაუბრა სასკოლო რეფორმაზეც და განმარტა, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების რეფორმა იქნება პრიორიტეტული.
„სახელმძღვანელოები, რომლებიც დღეს სკოლებში არის, ვერ პასუხობენ საჭიროებებს, ისინი არ არიან სრულ ბმაში ეროვნული გამოცდების პროგრამის მოთხოვნილებებთან, რიგ შემთხვევებში არ არიან სიღრმისეული და არიან ფრაგმენტული. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვეთავაზებინა საზოგადოებისთვის, რომ სამინისტრომ აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, რათა შემუშავდეს ერთი სტანდარტული სახელმძღვანელო ყველა დისციპლინაში ერთ საფეხურზე და ეს სახელმძღვანელო სავალდებულო იყოს როგორც საჯარო, ასევე კერძო სასწავლებლებისთვისაც“, - განმარტა გივი მიქანაძემ.
მინისტრმა ისაუბრა სკოლების 11-წლიან სწავლებაზე გადასვლაზეც და აღნიშნა, რომ სამინისტრომ დატოვა შესაძლებლობა, რათა სურვილის შემთხვევაში მოსწავლეებმა გააგრძელონ მე-12 კლასში სწავლაც.
„ჩვენ დავტოვეთ შესაძლებლობა მსურველებისთვის, რომ მე-12 კლასიც გაიხსნას. ყოველი წლის მარტში გვექნება გამოცხადებული ღია რეგისტრაციის რეჟიმი, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყველა მსურველს ექნება საშუალება, რომ დარეგისტრირდეს მე-12 კლასში სასწავლებლად და მიღებული რეგისტრაციის მონაცემებიდან გამომდინარე ჩვენ უკვე სექტემბრისთვის შესაბამისი გეოგრაფიული და რაოდენობრივი დატვირთვიდან კონკრეტულ სკოლებში, საქართველოს მასშტაბით თუკი ამის საჭიროება იქნება, გავხსნით მე-12 კლასებს იმისთვის, რომ დაინტერესებულ პირებს მიეცეთ საშუალება, რომ მე-12 კლასშიც ისწავლონ.
მე-11 და მე-12 კლასები იქნება სრულად რეპეტიტორიუმი, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, რომ აირჩიონ მხოლოდ ის საგნები, რომლის ჩაბარებაც უწევთ ეროვნული გამოცდების ფორმატში. ამით ჩვენ მოსწავლეებს დამამთავრებელ კლასებში სკოლაში დავაბრუნებთ. ეს უზრუნველყოფს სკოლის პრესტიჟის და რეპუტაციის კიდევ უფრო გაძლიერებას და ძალიან ბევრ ოჯახს შევეხიდებით, რომ მათ ის ფინანსური წნეხი მოვუხსნათ, რაც აბიტურიენტების სკოლის გარეთ დამატებით მომზადებასთან არის დაკავშირებული“, - დასძინა მინისტრმა.
1766948204
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს აქვს რეკორდული მაჩვენებლები მნიშვნელოვან სექტორებში, მათ შორის ექსპორტსა და ტურიზმში
„სახელმწიფო განაგრძობს იყოს კარგი პარტნიორი სამშენებლო სექტორისთვის, რადგან ჩვენ გვაქვს არაერთი უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა” საქართვე...
1766947514
საზოგადოებაგეკა გელაძე: 2026 წელს გვაქვს ამბიციური გეგმები შსს-ს რამდენიმე მიმართულებასთან დაკავშირებით. ეს არის სასაზღვრო პოლიციის გაძლიერება, საზღვრებზე მეტი კონტროლის მექანიზმის შექმნა, სანაპირო დაცვის ახალი აღჭურვილობის შეძენა
თითოეული პოლიციელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს უსაფრთხოება დაცული და ამისთვის ძალიან დიდ შრომას დებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გე...
1766945949
საზოგადოებაგიორგი გვარაკიძე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე: შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავიწყეთ და ეს არ არის დასასრული
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავიწყეთ და ეს არ არის დასასრული“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა” საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე საუბრისას. მი...
1766945164
საზოგადოებაპრემიერი: მაქსიმალურად შევეცდებით პროდუქტებზე ფასების შემცირებას, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ფასები აწუხებს საზოგადოებას - არის გარკვეული ეჭვები, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს კარტელურ გარიგებებთან
მაქსიმალურად შევეცდებით პროდუქტებზე ფასების შემცირებას, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი, ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ფასები აწუხებს ჩვენს საზოგადოებას,...
1766945042
საზოგადოებაპრემიერი: ამერიკულმა განცხადებებმა, იგივე ბორის ჯონსონის განცხადებამ დაადასტურა, რასაც ვამბობდით - რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში აღმოჩნდა ორპირი ქარის პოლიტიკა
„ამერიკულმა განცხადებებმა, იგივე ბორის ჯონსონის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც ჩვენ ასევე ვამბობდით სხვადასხვა დროს, რომ რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში აღმოჩნდა ორპირი...



























