პრეზიდენტი: ცალკე აღებულ ფეხბურთის ფედერაციას, სახელმწიფოს და ხელისუფლების გარეშე, რა თქმა უნდა გაუჭირდება დიდ შედეგებზე საუბარი იმიტომ, რომ საჭიროა ინფრასტრუქტურა, დაფინანსება, ინვესტიციები, ბავშვთა საფეხბურთო სკოლები

ერთ დონეზე ეთამაშო გერმანელს და იტალიელს, ამას სჭირდება რესურსი და ეს რესურსი რომ არ მაქვს და შენ, გულშემატკივარი მთხოვ წადი ახლა იტალიას მოუგე. ჩივაძე თელასში დარბოდა ყოველ ერთ საათში - შუქი აუნთე ბავშვებს, ცხელი წყალი არ აქვთ, იქნებ დაიბანონ - ეს გამოვიარეთ და რწმენით მოვედით. სულ გვჯეროდა, რომ ჩვენ დონეზე იქნებ როგორმე რაღაცებს მივაღწიოთ, არ დავკარგოთ ეს სული ქართველობის, ჩვენი ნაკრების, ჩვენი რწმენის, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად შეიქმნება პირობა, რომ ჩვენ ფეხბურთელს არ ჰქონდეს პრეტენზია იმის, რომ ვინმე რამეს არ უსრულებს და მაქსიმალურად კონცენტრირებული იყოს, 100%-ით, მხოლოდ თამაშზე. დღეს ეს მიღწეულია, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ქართული სპორტის წარმატების შესახებ მომზადებულ სპეციალურ რეპორტაჟში.

როგორც მან აღნიშნა, ფეხბურთის ფედერაციას და სახელმწიფოს აქვთ ერთობლივი ინტერესი, ხელი შეუწყონ სპორტის განვითარებას, რაც დაკავშირებულია თავისთავად ჯანსაღ ცხოვრებასთან.

„ფეხბურთის ფედერაციას ცალკე აღებული, სახელმწიფოს და ხელისუფლების გარეშე, რა თქმა უნდა, გაუჭირდება დიდ შედეგებზე საუბარი, იმიტომ, რომ საჭიროა ინფრასტრუქტურა, დაფინანსება, ინვესტიციები, ბავშვთა საფეხბურთო სკოლები. ეს ყველაფერი შედის სახელმწიფოს ინტერესშიც, რომ იყოს თავისთავად ჯანსაღი ცხოვრება და ბევრი ბავშვი დაკავდეს სპორტით. კონკრეტულად ფეხბურთს, რომელსაც ასეთი რესურსი და შესაძლებლობები აქვს სჭირდება სისტემური მიდგომა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766948204

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს აქვს რეკორდული მაჩვენებლები მნიშვნელოვან სექტორებში, მათ შორის ექსპორტსა და ტურიზმში

„სახელმწიფო განაგრძობს იყოს კარგი პარტნიორი სამშენებლო სექტორისთვის, რადგან ჩვენ გვაქვს არაერთი უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა” საქართვე...

მარიამ ქვრივიშვილი

1766947514

საზოგადოება

გეკა გელაძე: 2026 წელს გვაქვს ამბიციური გეგმები შსს-ს რამდენიმე მიმართულებასთან დაკავშირებით. ეს არის სასაზღვრო პოლიციის გაძლიერება, საზღვრებზე მეტი კონტროლის მექანიზმის შექმნა, სანაპირო დაცვის ახალი აღჭურვილობის შეძენა

თითოეული პოლიციელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს უსაფრთხოება დაცული და ამისთვის ძალიან დიდ შრომას დებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გე...

 გეკა გელაძე

1766945949

საზოგადოება

გიორგი გვარაკიძე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე: შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავიწყეთ და ეს არ არის დასასრული

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავიწყეთ და ეს არ არის დასასრული“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა” საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე საუბრისას. მი...

გიორგი გვარაკიძე

1766945164

საზოგადოება

პრემიერი: მაქსიმალურად შევეცდებით პროდუქტებზე ფასების შემცირებას, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ფასები აწუხებს საზოგადოებას - არის გარკვეული ეჭვები, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს კარტელურ გარიგებებთან

მაქსიმალურად შევეცდებით პროდუქტებზე ფასების შემცირებას, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი, ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ფასები აწუხებს ჩვენს საზოგადოებას,...

ირაკლი კობახიძ

1766945042

საზოგადოება

პრემიერი: ამერიკულმა განცხადებებმა, იგივე ბორის ჯონსონის განცხადებამ დაადასტურა, რასაც ვამბობდით - რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში აღმოჩნდა ორპირი ქარის პოლიტიკა

„ამერიკულმა განცხადებებმა, იგივე ბორის ჯონსონის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც ჩვენ ასევე ვამბობდით სხვადასხვა დროს, რომ რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში აღმოჩნდა ორპირი...

ირაკლი კობახიძე