პოლიციამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში ორ სახლში ჩხრეკა ჩაატარა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილი
გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 10 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება - „მარიხუანა“ და „მეთადონი“.
„სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით, მათ შორის გამოკითხვებით, დასტურდება, რომ ორივე დაკავებულს დაურ ბუავასთან და მის მეგობარ ქალთან, რომელიც პოლიციამ გუშინ დააკავა, ნაცნობობა აკავშირებდა.
გამოძიების ფარგლებში, ასევე, დგინდება, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა მეგობარ ქალს ნარკოტიკული საშუალება უსასყიდლოდ გადასცა. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მან დაურ ბუავასთან ერთად მოიხმარა, შემდეგ კი იგი სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში დატოვა ისე, რომ დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს.
სამართალდამცველებმა დაურ ბუავას საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქე 29 აგვისტოს განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
1788032458
მსოფლიონეპალის ფინანსთა მინისტრი: ქვეყანას წყალდიდობის შემდეგ აღდგენისთვის 4-5 მილიარდი დოლარი დასჭირდება
ნეპალის ფინანსთა მინისტრის სვარნიმ ვაგლეს განცხადებით, ქვეყანას დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ აღსადგენად დაახლოებით 4-დან 5 მილიარდ დოლარამდე დასჭირდება. „ეს მხოლოდ წინასწარი შეფასებაა. ზარალისა და...
1788029839
საზოგადოებააჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, ლოდიძირის მთაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და მემთეურებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, ლოდიძირის მთაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და მემთეურებს შეხვდა, მათ საჭიროებებსა და მოსაზრებებს გაეცნო და სამომავლოდ გასათვალისწინებელ...
1788026237
მსოფლიოBBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მ...
1788024303
მსოფლიოალექსეი გონჩარენკო: უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი უკრაინიდან გაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული- ეს პარლამენტის და უკრაინული საზოგადოების შეურაცხყოფაა
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს თქმით, უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა უკრაინა დატოვა. დეპუტატის თქმით, ფედოროვი ქვეყნიდან გაიქცა მიუხედავად იმისა, რომ უკ...
1788021459
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: აგენტურული ოპოზიცია ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ძალადობრივ აქციაში მონაწილე ადამიანები საკუთარ დანაშაულს აღიარებენ და სახელმწიფო ასეთ მოცემულობას ადეკვატურად უდგება
პრეზიდენტმა გამოიყენა დისკრეციული უფლება და შეიწყალა მრავალი მსჯავრდებული, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც ძალადობრივ აქციებში იღებდნენ მონაწილეობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მა...





























