ხუბუა: ჟორჟოლიანი თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, „საქართველოში გადმოვიდაო“, ეს მხოლოდ მის კოგნიტიურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც „საქართველოში გადმოვიდეს”

„ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური, მორალური და ინტელექტუალური სიღატაკის ბარომეტრი - ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა 2021 წელს „საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდა". სინამდვილეში, აწ გარდაცვლილი დაურ ბუავა საქართველოში „არ გადმოსულა", რადგან იგი ყოველთვის საქართველოში - ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტყვარჩელში ცხოვრობდა და თბილისშიც იქიდან გადმოსახლდა.”- წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

მისი თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი დედაპარტიისათვის აფხაზეთი საქართველო არ არის, რის თქმასაც მთლად პირდაპირ ვერ ბედავენ, მაგრამ ქვეცნობიერიდან ამოსული წამოცდენების დონეზე ხშირად დეკლარირებენ.

„ამდენად, როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან, კერძოდ, ოჩამჩირის რაიონიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, „საქართველოში გადმოვიდა"-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტიურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც „საქართველოში გადმოვიდეს." ჟორჟოლიანისეული ეს „საქართველოში გადმოვიდა" პირდაპირი გამოძახილი და გაგრძელებაა ნიკა გვარამიას მიერ შემოგდებული ნარატივისა, რომ საქართველომ აფხაზეთი, როგორც ,,ტრავმული მეხსიერება" ისევე უნდა მოიშოროს, როგორც ფაშინიანმა - ყარაბახი. ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი დედაპარტიისათვის აფხაზეთი საქართველო არ არის, რის თქმასაც მთლად პირდაპირ ვერ ბედავენ, მაგრამ ქვეცნობიერიდან ამოსული წამოცდენების დონეზე ხშირად დეკლარირებენ. ამიტომ დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა ტყვარჩელიდან ჩამოსულ აფხაზ ბლოგერზე, აწ გარდაცვლილ დაურ ბუავაზე - „საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა" -ო“, - წერს ხუბუა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788003590

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: ბაღდათის მუნიციპალიტეტში სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს გადაუდებელი, პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად

სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორ...

გარემოს ეროვნული სააგენტო

1788001020

საზოგადოება

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ნებისმიერ შემთხვევაში მზად არიან, გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის

ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის, - განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციის აქტივისტის დავით ჩხეიძის განცხადებაზე საუბ...

გიორგი სოსიაშვილი

1788000221

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი აფხაზი ბლოგერის გარდაცვალებაზე: რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს

„რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი, საქართველოში მყოფი აფხაზი ბლოგერის გარდაცვალებას...

დავით მათიკაშვილი

1787998621

საზოგადოება

ირაკლი ჭეიშვილი: ესენი არიან ქვეყნის მტრები და უნდათ, რომ რაც მეტი პატიმარი ეყოლება სახელმწიფოს, გამოვიდნენ და თქვან, ესენი არიან პოლიტპატიმრები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, რომ მსჯავრდებულებმა დანაშაული აღიარეს, რის შემდეგაც ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა ჰუმანური ნაბიჯები. „ესენი იყვნენ დამკვეთები და ესენი ავალებდ...

ირაკლი ჭეიშვილი:

1787997499

ახალი ამბები

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალ...

პროკურატურა