ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 750-ს მიაღწია

 ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 750-ს მიაღწია, ხოლო 3 000-ზე მეტი ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. ინფორმაციას CNN-ი ნეპალისა და ჩინეთის მიერ გავრცელებულ ოფიციალური მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნეპალის კატასტროფების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი 734-მდე გაიზარდა. ნეპალში დაკარგულად სულ მცირე 2 498 ადამიანი მიიჩნევა, მათ შორის 589 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ტიბეტის რეგიონში სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 546 დაკარგულად მიიჩნევა. მათ შორის სულ მცირე 261 უცხოელია, მათგან 18 აშშ-ის მოქალაქეა.

წინასწარი შეფასებებით, ნეპალის და ჩინეთის საზღვარზე 26 აგვისტოს მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის დროს წყლის, ყინულის, ქვების და ქვიშის საერთო მასა დაახლოებით 20 მლნ ტონას შეადგენდა.

ცნობისთვის, სტიქია კატმანდუს ჩრდილოეთით გამთენიისას დაიწყო. წყალდიდობა თოვლის საფარის დნობის გამო მთის მდინარეში წყლის დონის მატებამ გამოიწვია. ნეპალისა და ჩინეთის საზღვართან მასშტაბურმა წყალდიდობამ ნეპალში სახლები, გზები, ხიდები და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა დააზიანა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788026237

მსოფლიო

BBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მ...

პუტინი

1788024303

მსოფლიო

ალექსეი გონჩარენკო: უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი უკრაინიდან გაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული- ეს პარლამენტის და უკრაინული საზოგადოების შეურაცხყოფაა

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს თქმით, უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა უკრაინა დატოვა. დეპუტატის თქმით, ფედოროვი ქვეყნიდან გაიქცა მიუხედავად იმისა, რომ უკ...

ალექსეი გონჩარენკო

1788021459

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: აგენტურული ოპოზიცია ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ძალადობრივ აქციაში მონაწილე ადამიანები საკუთარ დანაშაულს აღიარებენ და სახელმწიფო ასეთ მოცემულობას ადეკვატურად უდგება

პრეზიდენტმა გამოიყენა დისკრეციული უფლება და შეიწყალა მრავალი მსჯავრდებული, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც ძალადობრივ აქციებში იღებდნენ მონაწილეობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მა...

დავით მათიკაშვილი

1788020135

მსოფლიო

ზელენსკის ოფისი: რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევზე, ოპერაციისთვის ემზადება

რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევსა და ჩერნიგოვზე, შესაძლო შეტევითი ოპერაციის რამდენიმე სცენარის მომზადება დაევალა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანე...

პავლო პალისა

1788017197

საზოგადოება

სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზაზე, სოფელ საყდართან, სარმის დროებითი ხიდის მოწყობა გრძელდება. ხიდის კონსტრუქცია...

სოფელ საყდართ