პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით კახეთში ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1996 წელს დაბადებული დ.ვ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თელავში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით, კონფლიქტის ნიადაგზე, ნაცნობს - 1993 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს განზრახ შეეჯახა, რის შემდეგაც ავტომობილით შემთხვევის ადგილი დატოვა.

შეჯახების შედეგად დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის მიმდებარედ, მიმალვის მცდელობისას ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771573915

საზოგადოება

სარჯველაძე სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა გადამოწმებაზე: მინდა ყველას, ვისაც შეხება ექნება ამ პროცესთან მოვუწოდო, თავი შეიკავონ ყოველგვარი სიყალბისგან, რადგან პროცესი წარიმართება მკაცრი კონტროლით

მინდა აღვნიშნო, რომ პროცესი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. ამდენად, მინდა ყველას, ვისაც შეხება ექნება ამ პროცესთან, შესამოწმებელი ოჯახის წევრებიდან დაწყებული თვით შემმოწმებლებით დამთავრებული, თა...

მიხეილ სარჯველაძე

1771573104

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: ჩვენი მიზანია, რომ ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები და ადამიანები, რომლებსაც დღეისთვის, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა

„ფაქტია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ ამ მიზეზთა გ...

მიხეილ სარჯველაძე

1771572192

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს: ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და ოჯახები, რომლებსაც აღარ აქვთ სოციალური დახმარების აუცილებლობა

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს. განცხადება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბრიფინგზე გააკეთა. მიხეილ სარჯველაძის თქმით, სოციალურად და...

ჯანდაცვის სამინისტრ

1771571518

ახალი ამბები

შიდა ქართლის პოლიციამ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი, 20...

დაკავება, პოლიცია

1771568905

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში სამუდამოდ დარჩებიან

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას სექტორში სამუდამოდ დარჩებიან. „მომავალშიც არ დავუშვებთ ისრაელის წინააღმდეგ განადგურების მუქარას - და ვიმოქმედებთ ნ...

ისრაელის თავდაცვის მინისტრი