მიხეილ სარჯველაძე სოციალურად დაუცველთა ბაზის შემოწმებაზე: მკაცრი იქნება მიდგომები, მკაცრი იქნება ყურადღებაც და შევეცდებით, არც ერთი სამართალდარღვევა, თუკი ეს გამოვლენილი იქნება, არ დარჩეს სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გადაწყვეტილების მიღება ამ ბაზიდან ამოღების შესახებ ან ამ სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, აპრიორი და ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, მაგრამ, შესაძლოა, წავაწყდეთ შემთხვევებს, როდესაც სიყალბეს შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ამიტომაც გავაკეთე აქცენტი დასაწყისშივე, რომ ეს იქნება მკაცრად დამონიტორინგებული პროცესი - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, ბრიფინგზე.
მისი თქმით, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფი ოჯახების გადამოწმების მიმდინარეობისას იქნება როგორც მკაცრი მიდგომები, ისე პროცესის მიმართ მკაცრი იქნება ყურადღება, შესაბამისად, სამართალდარღვევის გამოვლენას, სათანადო სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
„მკაცრი იქნება მიდგომები, მკაცრი იქნება ყურადღებაც და ბუნებრივია, შევეცდებით, რომ არც ერთი სამართალდარღვევა, თუკი ეს გამოვლენილი იქნება, არ დარჩეს სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე. წინასწარ იმის თქმა, რამდენი იქნება, ან იქნება თუ არა სამართალდარღვევა, მე არ შემიძლია, თუმცა, თუ იქნება, რეაგირებაც იქნება შესაბამისი. ნებისმიერ არასწორ გადაწყვეტილებას აქვს შესაბამისი პასუხისმგებლობა, სამართლებრივ გადაცდომას - სამართლებრივი პასუხისმგებლობა, პოლიტიკურს - პოლიტიკური. ჩვენთვის მთავარია, სწორად წარიმართოს პროცესი, სწორ კალაპოტში იქნეს ჩაყენებული და გზად თუ გამოჩნდა ისეთი რამ, რაც იმსახურებს სამართალდამცავთა ან საზოგადოების მხრიდან ყურადღებას, ბუნებრივია, არც ერთი ასეთი ფაქტი არ დარჩება საზოგადოების თვალსაწიერის მიღმა," - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
1771574661
ახალი ამბებისასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, აჭარის რეგიონში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე -...
1771573954
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე: სახეზეა ოჯახები, რომელთაც, გაუჩნდათ გარკვეული მატერიალური შესაძლებლობები, გაუუმჯობესდათ მდგომარეობა და მათი ეს მდგომარეობა აღარ არის ისეთი ხელმოკლეობა, როდესაც მათ სახელმწიფომ უნდა დაუნიშნოს ფინანსური შემწეობა
„დღეისათვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და ფინანსური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა აღემატება 185 ათასს, ხოლო ასეთი ოჯახების წევრთა რაოდენობა შეადგენს ჯამ...
1771573915
საზოგადოებასარჯველაძე სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა გადამოწმებაზე: მინდა ყველას, ვისაც შეხება ექნება ამ პროცესთან მოვუწოდო, თავი შეიკავონ ყოველგვარი სიყალბისგან, რადგან პროცესი წარიმართება მკაცრი კონტროლით
მინდა აღვნიშნო, რომ პროცესი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. ამდენად, მინდა ყველას, ვისაც შეხება ექნება ამ პროცესთან, შესამოწმებელი ოჯახის წევრებიდან დაწყებული თვით შემმოწმებლებით დამთავრებული, თა...
1771573104
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე: ჩვენი მიზანია, რომ ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები და ადამიანები, რომლებსაც დღეისთვის, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა
„ფაქტია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ ამ მიზეზთა გ...
1771572192
საზოგადოებაჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს: ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და ოჯახები, რომლებსაც აღარ აქვთ სოციალური დახმარების აუცილებლობა
ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს. განცხადება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბრიფინგზე გააკეთა. მიხეილ სარჯველაძის თქმით, სოციალურად და...



























