ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამაში ასპარეზობა მეექვსე ადგილზე დაასრულა
მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. მილანში ფიგურულმა მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ იასპარეზა. მოკლე პროგრამაში მან მსაჯებისგან 71,77 ქულა დაიმსახურა და ასპარეზობა მეექვსე ადგილზე დაასრულა.
ანასტასია გუბანოვას თავისუფალი პროგრამით 19 თებერვალს ვიხილავთ.
ისტორიაში პირველად საქართველომ ზამთრის ოლიმპიადაზე მედალი მოიპოვა, ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა საქართველოს ვერცხლის მედალი მოუტანა.
ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრებიდან ასევე იასპარეზა დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა, მათ ოლიმპიადაზე მეცამეტე ადგილი დაიკავეს, რაც ოლიმპიადებზე სპორტული ცეკვების კატეგორიაში საქართველოს მიერ ნაჩვენები საუკეთესო შედეგია.
ნიკა ეგაძემ კი მამაკაცთა კატეგორიაში ოლიმპიადაზე საქართველოს საუკეთესო შედეგი გაიმეორა და ასპარეზობა მეათე ადგილზე დაასრულა. ხოლო ფიგურული ციგურაობის ნაკრებმა საქართველოს ისტორიაში პირველად გუნდური ტურნირის ფინალში იასპარეზა და მეოთხე ადგილი დაიკავა.
ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
1776190751
მსოფლიო„ესკალაციის ნაცვლად დიპლომატიის დროა“ - გუტერეშის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, განახლდება
გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, განახლდება. კითხვაზე, თუ რა იცოდა გაერომ ასეთი პერსპექტივების შესახებ, ანტონიო გუტერეშმა უპას...
1776189855
მსოფლიორუბიო: ყველა სირთულე მომდევნო ექვს საათში ვერ გადაწყდება, მაგრამ შეგვიძლია, შევქმნათ ჩარჩო, რათა ლიბანის ხალხს ჰქონდეს მომავალი, რასაც იმსახურებს და ისრაელის ხალხმა შეძლოს შიშის გარეშე ცხოვრება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ისრაელსა და ლიბანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იმედოვნებს, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის დაწყებული პირდაპირი მოლაპარაკებე...
1776187546
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ყველა ხედავს იმას, რომ საქართველოში საკუთრების უფლება არის აბსოლუტურად დაცული. საქართველოში საარჩევნო სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამართული და ჩამოყალიბებული
ყველა ხედავს იმას, რომ საქართველოში საკუთრების უფლება არის აბსოლუტურად დაცული, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა. მისივე თქმი...
1776187263
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: დღეს ადამიანს შეუძლია, გამოხატოს საკუთარი აზრი. ადამიანი, რომელიც ბიზნესს აწარმოებს, აბსოლუტურად ხელშეუხებელია, ხელშეუხებელია ადამიანის პირადი ცხოვრება. ეს ყველაფერი ასახვას პოვებს ხოლმე კონკრეტულ რეიტინგებში
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აფასებს „ატლანტიკური საბჭო“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რისი მიხედვითაც საქართველო ხანგრძლივი დემოკრატიზაციით ევრო...
1776185331
ახალი ამბებიკალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ178-კმ183 მო...































