პოლიციამ მარნეულში რამდენიმე დღის წინ მომხდარი სროლის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა, ხოლო ერთს ბრალი წარედგინება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის, კახეთისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ამასთან, ამავე საქმეზე, კიდევ ერთ პირს, რომელიც შეკვეთილი მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 7 ნოემბერს დააკავეს, ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინება.

დანაშაულები შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, წითელი ცირკულარით ძებნილი, ამჟამად საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი, მარნეულში მცხოვრებ ბიზნესმენს, 1980 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა და მას მუქარით მოსთხოვა 50 000 აშშ დოლარის თურქეთის რესპუბლიკაში ჩატანა.

თანხის გადახდაზე უარის მიღების შემდეგ, ელმურაზ მამედოვმა საქართველოში მცხოვრებ დ.მ.-ს, ე.ო.-ს და ა.ა.-ს, 10 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ დაუკვეთა ნ.ა.-ს კუთვნილი ავტომანქანების ნაწილების მაღაზიის ფასადის დაზიანება. აღნიშნულმა პირებმა დავალება მოიყვანეს სისრულეში და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანეს მაღაზიის მინის ფასადი.

კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა, ე.ო. და დ.მ. ბრალდებულების სახით დააკავეს.

დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობენ გამოძიებასთან.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-181-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762602460

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის საელჩოზე: იციან, რა მომენტშიც დაგმობენ ძალადობას, დაგმობენ საკუთარ ქმედებებს და იციან, რომ ძალადობასთან დაკავშირებით ამ მხრივ ჩიხში არიან მოქცეული

იციან, რა მომენტშიც დაგმობენ ძალადობას, დაგმობენ საკუთარ ქმედებებს და იციან, რომ ძალადობასთან დაკავშირებით ამ მხრივ ჩიხში არიან მოქცეული, - განუცხადა ევროკავშირის საელჩოზე საუბრისას საქართველოს პარლამ...

შალვა პაპუაშვილი

1762600997

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: „ნაცობა“ არის იდეოლოგია, რომელიც ეფუძნება უსამშობლობას - ეს ჩანაწერები, ეს ბრალიც სწორედ ამას გვაჩვენებს, დღისით, მზისით, 21-ე საუკუნეში ვაკვირდებით ადამიანებს, რომლებიც ღალატობდნენ საკუთარ სამშობლოს

ეს ჩანაწერები, ეს ბრალიც სწორედ ამას გვაჩვენებს ჩვენ, დღისით, მზისით, 21-ე საუკუნეში ვაკვირდებით ადამიანებს, რომლებიც ღალატობდნენ საკუთარ სამშობლოს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თა...

შალვა პაპუაშვილი

1762600091

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მთავარი შემფასებელი არის ქართველი ხალხი - ზოგიერთ პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსს აქვს პრეტენზია, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით. ამაზე დიდი ცინიზმი და დამოუკიდებლობის უპატივცემულობა რა შეიძლება, იყოს?

რაც შეეხება ამ შეფასების დოკუმენტს, ჩვენი მთავარი შემფასებელი არის ქართველი ხალხი. ქართულ ხელისუფლებას აფასებს ქართველი ხალხი“, - ამგვარად გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროკომისიის...

შალვა პაპუაშვილი

1762599119

საზოგადოება

რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი თეო ხატიაშვილი: ტრაგიკულად არ უნდა აღვიქვათ, თუ ერთ მშვენიერ დღეს ვეღარ გადავკეტავთ რუსთაველს

„ტრაგიკულად არ უნდა აღვიქვათ, თუ ერთ მშვენიერი დღეს ვეღარ გადავკეტავთ რუსთაველს“, - ამის შესახებ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერმა, კინომცოდნე თეო ხატიაშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტთან საუბრისას განა...

თეო ხატიაშვილი

1762597396

საზოგადოება

პატრიარქი: მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) მოულოდნელმა გარდაცვალებამ საერთო დიდი გულისტკივილი გამოიწვია. ღმერთმა დალოცოს და სავანესა მართალთასა განუსვენოს მის უკვდავ სულს

მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) მოულოდნელმა გარდაცვალებამ საერთო დიდი გულისტკივილი გამოიწვია, - აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრი...

აა