ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებულია ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი.
საქმე ეხება საჯარო მოხელის მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, ქრთამის აღების ფაქტს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სამსახურეობრივად ევალებოდა ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული საქონლის ჩაბარება და სათანადო დოკუმენტაციის გაფორმება, სახელმწიფო ტენდერში მონაწილე კომპანიის წარმომადგენლისგან ნაკლებობით ჩაიბარა საქონელი, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა სრულ მოცულობაზე და უზრუნველყო მიმწოდებელი კომპანიისთვის სრული სატენდერო ღირებულების გადარიცხვა.
აღნიშნული ქმედების სანაცვლოდ, ბრალდებულმა მიმწოდებელი კომპანიის წარმომადგენლისგან მოითხოვა და მიიღო ფულადი თანხა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეომტკიცებულება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს საჯარო მოხელეებს და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე ადამიანებს, ნუ ჩაიდენენ მსგავს უკანონო ქმედებას, ნებისმიერ შემთხვევაში სამსახურის რეაგირება იქნება მყისიერი და მკაცრი.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
1762607176
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი საბოტაჟის საქმეზე დაკავებულებზე: ოპოზიციაში არიან პირდაპირი აგენტები, რომლებიც ამას განზრახ აკეთებენ, მაგრამ ასევე არიან მიამიტები, რომლებსაც პრიმიტიული ტყუილით აბრუებენ
გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ყველა, ვინც თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას, საბოლოო ჯამში, მარცხდება სტრასბურგში. ასე დამარცხდნენ ის ელჩები, რომლებიც ცრუ დემარშით მივიდნენ თავის დროზე იუსტიციის მინისტ...
1762605510
ახალი ამბებიპოლიციამ მარნეულში რამდენიმე დღის წინ მომხდარი სროლის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა, ხოლო ერთს ბრალი წარედგინება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის, კახეთისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენო...
1762602460
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ევროკავშირის საელჩოზე: იციან, რა მომენტშიც დაგმობენ ძალადობას, დაგმობენ საკუთარ ქმედებებს და იციან, რომ ძალადობასთან დაკავშირებით ამ მხრივ ჩიხში არიან მოქცეული
იციან, რა მომენტშიც დაგმობენ ძალადობას, დაგმობენ საკუთარ ქმედებებს და იციან, რომ ძალადობასთან დაკავშირებით ამ მხრივ ჩიხში არიან მოქცეული, - განუცხადა ევროკავშირის საელჩოზე საუბრისას საქართველოს პარლამ...
1762600997
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: „ნაცობა“ არის იდეოლოგია, რომელიც ეფუძნება უსამშობლობას - ეს ჩანაწერები, ეს ბრალიც სწორედ ამას გვაჩვენებს, დღისით, მზისით, 21-ე საუკუნეში ვაკვირდებით ადამიანებს, რომლებიც ღალატობდნენ საკუთარ სამშობლოს
ეს ჩანაწერები, ეს ბრალიც სწორედ ამას გვაჩვენებს ჩვენ, დღისით, მზისით, 21-ე საუკუნეში ვაკვირდებით ადამიანებს, რომლებიც ღალატობდნენ საკუთარ სამშობლოს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თა...
1762600091
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ჩვენი მთავარი შემფასებელი არის ქართველი ხალხი - ზოგიერთ პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსს აქვს პრეტენზია, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით. ამაზე დიდი ცინიზმი და დამოუკიდებლობის უპატივცემულობა რა შეიძლება, იყოს?
რაც შეეხება ამ შეფასების დოკუმენტს, ჩვენი მთავარი შემფასებელი არის ქართველი ხალხი. ქართულ ხელისუფლებას აფასებს ქართველი ხალხი“, - ამგვარად გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროკომისიის...


























