შალვა პაპუაშვილი საბოტაჟის საქმეზე დაკავებულებზე: ოპოზიციაში არიან პირდაპირი აგენტები, რომლებიც ამას განზრახ აკეთებენ, მაგრამ ასევე არიან მიამიტები, რომლებსაც პრიმიტიული ტყუილით აბრუებენ

გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ყველა, ვინც თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას, საბოლოო ჯამში, მარცხდება სტრასბურგში. ასე დამარცხდნენ ის ელჩები, რომლებიც ცრუ დემარშით მივიდნენ თავის დროზე იუსტიციის მინისტრთან - სააკაშვილის, ვითომ სიკვდილის პირას ყოფნასთან დაკავშირებით, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

კითხვაზე, რა სახის რეაქციაა მოსალოდნელი ოპოზიციის მხრიდან ამ საქმესთან დაკავშირებით, პაპუაშვილმა განმარტა, რომ სასამართლო განაჩენი როდესაც იქნება, თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია ექნება, სტრასბურგს მიმართოს.

„პროკურატურას, სასამართლოს უნდა ვადევნოთ თვალ-ყური, რა მტკიცებულებები იქნება და სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ვინმეს თუ რაიმე პრეტენზია აქვს მართლმსაჯულებასთან, მიმდინარე პროცესთან, სასამართლო განაჩენი როდესაც იქნება, არის სტრასბურგის სასამართლო, მიმართონ და ეცადონ, საკუთარი სიმართლის დამტკიცებას.

გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ყველა, ვინც თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას, საბოლოო ჯამში, მარცხდება სტრასბურგში. ასე დამარცხდნენ ის ელჩები, რომლებიც ცრუ დემარშით მივიდნენ თავის დროზე იუსტიციის მინისტრთან - სააკაშვილის, ვითომ სიკვდილის პირას ყოფნასთან დაკავშირებით და რამდენიმე კვირაში სტრასბურგმა ამხილა ევროკავშირის ელჩის ხელმძღვანელობით ყველა სხვა დანარჩენი ელჩი თუ ქვეყანა, ამხილა ცრუ დემარშში, ვინაიდან სტრასბურგმა განაცხადა, რომ არაფერი სჭირს სააკაშვილს ისეთი, რომ საჭირო იყოს მისი გადაყვანა სხვა ქვეყანაში, რაც ასევე ადასტურებს, რომ მათ ჰქონდათ მცდელობა, სააკაშვილის ციხიდან დახსნის. ეს არის ის ღირებულებები, რაზეც სამწუხაროდ, დღეს ზოგიერთი ევროკავშირის ქვეყანა დგას.

რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან რეაგირებას, ვაკვირდები და ისინი ვერ აცნობიერებენ, მათ არ ესმით, ვინაიდან მათ არ აქვთ სამშობლოს შეგრძნება, შესაბამისად, ისინი ვერ ხვდებიან, რას ნიშნავს სამშობლოს ღალატი. ისინი ფიქრობენ, როგორც უსამშობლოები, კოსმოპოლიტები და მსოფლიო მოქალაქეები, ფიქრობენ, რომ თუკი ისინი რასა იუკნევიჩიენეს დაეხმარებიან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ისინი რაღაც საერთო საქმეში არიან ჩართულები; თუკი ისინი ვიღაცებს დაეხმარებიან საქართველოს დასჯაში, სანქციების დაწესებაში, ეს რაღაც საერთო ღირებულებებს ემსახურება.

ოპოზიციაში არიან პირდაპირი აგენტები, რომლებიც ამას განზრახ აკეთებენ, მაგრამ ასევე არიან მიამიტები, რომლებსაც ასეთი პრიმიტიული ტყუილით აბრუებენ. ოპოზიციის ეს ნაწილი ვერ აცნობიერებს, რა არის სამშობლო, ვერ მიჯნავს, ჩვენსა და სხვას.

მე-5 კოლონა ზუსტად ამას ნიშნავს, როდესაც შენს ქვეყანაში შენი მოქალაქე, ამგვარი რადიკალი ოპოზიციონერები, მუშაობენ სხვა ქვეყნებზე, ემსახურებიან სხვა ქვეყნების ინტერესებს და ლოიალურები არიან არა საკუთარი სამშობლოს, არამედ სხვა ქვეყნების მიმართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პროკურატურაში 6 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762602460

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის საელჩოზე: იციან, რა მომენტშიც დაგმობენ ძალადობას, დაგმობენ საკუთარ ქმედებებს და იციან, რომ ძალადობასთან დაკავშირებით ამ მხრივ ჩიხში არიან მოქცეული

იციან, რა მომენტშიც დაგმობენ ძალადობას, დაგმობენ საკუთარ ქმედებებს და იციან, რომ ძალადობასთან დაკავშირებით ამ მხრივ ჩიხში არიან მოქცეული, - განუცხადა ევროკავშირის საელჩოზე საუბრისას საქართველოს პარლამ...

შალვა პაპუაშვილი

1762600997

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: „ნაცობა“ არის იდეოლოგია, რომელიც ეფუძნება უსამშობლობას - ეს ჩანაწერები, ეს ბრალიც სწორედ ამას გვაჩვენებს, დღისით, მზისით, 21-ე საუკუნეში ვაკვირდებით ადამიანებს, რომლებიც ღალატობდნენ საკუთარ სამშობლოს

ეს ჩანაწერები, ეს ბრალიც სწორედ ამას გვაჩვენებს ჩვენ, დღისით, მზისით, 21-ე საუკუნეში ვაკვირდებით ადამიანებს, რომლებიც ღალატობდნენ საკუთარ სამშობლოს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თა...

შალვა პაპუაშვილი

1762600091

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მთავარი შემფასებელი არის ქართველი ხალხი - ზოგიერთ პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსს აქვს პრეტენზია, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით. ამაზე დიდი ცინიზმი და დამოუკიდებლობის უპატივცემულობა რა შეიძლება, იყოს?

რაც შეეხება ამ შეფასების დოკუმენტს, ჩვენი მთავარი შემფასებელი არის ქართველი ხალხი. ქართულ ხელისუფლებას აფასებს ქართველი ხალხი“, - ამგვარად გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროკომისიის...

შალვა პაპუაშვილი

1762599119

საზოგადოება

რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი თეო ხატიაშვილი: ტრაგიკულად არ უნდა აღვიქვათ, თუ ერთ მშვენიერ დღეს ვეღარ გადავკეტავთ რუსთაველს

„ტრაგიკულად არ უნდა აღვიქვათ, თუ ერთ მშვენიერი დღეს ვეღარ გადავკეტავთ რუსთაველს“, - ამის შესახებ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერმა, კინომცოდნე თეო ხატიაშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტთან საუბრისას განა...

თეო ხატიაშვილი

1762597396

საზოგადოება

პატრიარქი: მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) მოულოდნელმა გარდაცვალებამ საერთო დიდი გულისტკივილი გამოიწვია. ღმერთმა დალოცოს და სავანესა მართალთასა განუსვენოს მის უკვდავ სულს

მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) მოულოდნელმა გარდაცვალებამ საერთო დიდი გულისტკივილი გამოიწვია, - აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრი...

აა