პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის 1 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ფაქტებზე დაკავებული არიან: 1986 წელს დაბადებული გ.ყ. და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1962 წელს დაბადებული ე.ვ.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართვალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების, ასევე, ერთ-ერთი ბრალდებულის სარგებლობაში არსებული სასაწყობე ფართის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები,
მათ შორის: „მეთადონი“ „გამომშრალი მარიხუანა“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი მასა და „მცენარე კანაფი“.
პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დათესვა-მოყვანისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
1754203336
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძის თაღლითობა შიდა და საერთაშორისო დონეზე არის დადასტურებული, „თაღლითების პარტიის“ წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა
„უკვე მეოთხე დღეა, რაც ვაშინგტონის არბიტრაჟმა დაადასტურა ის, რაც მანამდე პარიზის არბიტრაჟმა და ქართულმა მართლმსაჯულებამ თქვა - ხაზარაძე და ჯაფარიძე, თაღლითური სარჩელებით, ცდილობდნენ, ხალხის ჯიბიდან, 1...
1754202047
ახალი ამბები4 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართება
4 აგვისტოს, 11:00 საათზე, გაიმართება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. „სხდომაზე განსახილველი საკითხია საქართ...
1754200853
ახალი ამბები„ჰამასი“ პალესტინის სახელმწიფოს შექმნამდე განიარაღებაზე უარს ამბობს
„ჰამასი“ არ დათანხმდება განიარაღებას იქამდე, ვიდრე პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება“, - ამის შესახებ დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადება „ჰამასმა“ თეთრი სახლის...
1754165964
მსოფლიოირანის პრეზიდენტი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით პაკისტანში ჩავიდა
ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით პაკისტანში ჩავიდა. უცხოური მედიის ცნობით, მასუდ ფეზეშქიანი პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შაჰბაზ შარიფმა მიიწვია. პაკისტანის საგარეო საქმ...
1754162808
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია: ვერ შექმნიან ამაღლობელისა და დათაშვილისგან ნაზი შამანაურს, ისევე როგორც ვერ შეიქმნება მიშასგან ზვიადი და კრიმინალი ჟორიკასაგან მერაბი
ვერანაირად ვერ ჯდება „ნაცურ" კონტექსტში, ზვიადი, მერაბი და ნაზი შამანაური. ეს ხალხი სამშობლოს შეეწირა, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელ X-ზე. მისი განცხადებით, მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვ...