შალვა პაპუაშვილი: დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძის თაღლითობა შიდა და საერთაშორისო დონეზე არის დადასტურებული, „თაღლითების პარტიის“ წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა

„უკვე მეოთხე დღეა, რაც ვაშინგტონის არბიტრაჟმა დაადასტურა ის, რაც მანამდე პარიზის არბიტრაჟმა და ქართულმა მართლმსაჯულებამ თქვა - ხაზარაძე და ჯაფარიძე, თაღლითური სარჩელებით, ცდილობდნენ, ხალხის ჯიბიდან, 1,5 მილიარდი დოლარის (საქართველოს ბიუჯეტის 15%) ამოცლას“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.
„მანამდე, ასევე სასამართლო გზით, დადასტურდა, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ მეანაბრეების მიერ მათი ბანკისთვის მიბარებული 17 მილიონი დოლარი თაღლითურად გააქრეს.
დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძის ფინანსური და პოლიტიკური თაღლითობა სრულად მხილებული და შიდა და საერთაშორისო დონეზე, დადასტურებულია. დადასტურდა, რომ ხელისუფლება ყველა ეტაპზე კეთილსინდისიერად იქცეოდა, ხოლო ხაზარაძის მიერ, ვითომ დაზარალებულის მანტიით პარტია „ლელოს“ დაარსება მისი თაღლითური გეგმის ნაწილი იყო.
უცნაურია, რომ ოთხი დღეა, არაფერი ისმის ALDE-სგან (ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის), რომელიც სხვა დროს მყისიერად ეხმაურება ხაზარაძის საკითხებს. არადა კითხვა მარტივია: რამდენად თავსებადია ALDE-ს მორალურ საზომთან (რომელიც ALDE-ს ისედაც მორყეული აქვს), მათ რიგებში, ისეთი ადამიანების ყოფნა, რომლებიც მსჯავრდებულები არიან თაღლითობისთვის და რომელთა თაღლითური სარჩელები, რომლის მიზანიც ქვეყნის ბიუჯეტის 15%-ის მითვისება იყო, საერთაშორისო სასამართლოებმაც ამხილეს.
ცალკე საკითხია ამ პარტიის ტოპტვინი წევრები და მხარდამჭერები, რომლებსაც ან ტოპტვინობა არ ჰყოფნით, რომ მიხვდნენ, რამდენად პრიმიტიული თაღლითური სქემის მონაწილეები არიან, ან ხვდებიან, მაგრამ, „დიდი კომბინატორის“ მაგალითზე, ტოპთაღლითობას ეწაფებიან. ფაქტია, „ლელო“ თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის“ წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა“, - აცხადებს პაპუაშვილი.
1754204566
ახალი ამბებიპოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის 1 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა დასა...
1754202047
ახალი ამბები4 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართება
4 აგვისტოს, 11:00 საათზე, გაიმართება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. „სხდომაზე განსახილველი საკითხია საქართ...
1754200853
ახალი ამბები„ჰამასი“ პალესტინის სახელმწიფოს შექმნამდე განიარაღებაზე უარს ამბობს
„ჰამასი“ არ დათანხმდება განიარაღებას იქამდე, ვიდრე პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება“, - ამის შესახებ დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადება „ჰამასმა“ თეთრი სახლის...
1754165964
მსოფლიოირანის პრეზიდენტი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით პაკისტანში ჩავიდა
ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით პაკისტანში ჩავიდა. უცხოური მედიის ცნობით, მასუდ ფეზეშქიანი პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შაჰბაზ შარიფმა მიიწვია. პაკისტანის საგარეო საქმ...
1754162808
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია: ვერ შექმნიან ამაღლობელისა და დათაშვილისგან ნაზი შამანაურს, ისევე როგორც ვერ შეიქმნება მიშასგან ზვიადი და კრიმინალი ჟორიკასაგან მერაბი
ვერანაირად ვერ ჯდება „ნაცურ" კონტექსტში, ზვიადი, მერაბი და ნაზი შამანაური. ეს ხალხი სამშობლოს შეეწირა, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელ X-ზე. მისი განცხადებით, მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვ...