პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული შ.ნ. დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას, 23 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შემდგომში გასაღების მიზნით, ნარკოტიკულ საშუალებას სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა, ფოტოებს უღებდა, შემდეგ კი შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით, ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდა.

სამართალდამცველების მიერ, ბრალდებულის მიერ მითითებული ლოკაციიდან, 6 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკია ამოღებული. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია ელექტრო სასწორი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-260-ე ტერცია და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751376178

საზოგადოება

ნათია თურნავამ კრისტინ ლაგარდს სების სახელით, ECB-ის მხრიდან მხარდაჭერისთვის პირადად გადაუხადა მადლობა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) რიგით 24-ე წლიურ კონფერენციაში, სადაც დიჯიტალიზაციისა და გლობალური ეკონომიკური ფრაგმენტაციის პირო...

ნათია თურნავა

1751375278

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1-ელი ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7215 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7227 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

კურსი

1751372541

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: ჩვენ არ ვერჩით ნარკომომხმარებელს, ჩვენი მიზანია, დავუპირისპირდეთ ხალხს, რომელიც ნარკომომხმარებლის მძიმე მდგომარეობაზე ცდილობს ხელი მოითბოს, რაც შეიძლება მეტად გაამწვავოს პრობლემა

„ჩვენ არ ვერჩით ნარკომომხმარებელს, ჩვენი მიზანია, რომ დავუპირისპირდეთ ხალხს, რომელიც ნარკომომხმარებლის მძიმე მდგომარეობაზე ცდილობს ხელი მოითბოს, რაც შეიძლება მეტად გაამწვავოს პრობლემა და ამით უფრო მეტ...

მიხეილ სარჯველაძე:

1751371297

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი ჩინური კორპორაცია „ჰუავეის“ დელეგაციას შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინური კორპორაცია „ჰუავეის“ პრეზიდენტს ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გან ძიანჰუას შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ მი...

მარიამ ქვრივიშვილი ჩინური კორპორაცია „ჰუავეის“ დელეგაციას შეხვდა

1751369318

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ეს კონფერენცია კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, წარმოვაჩინოთ მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა და დამატებითი მუხტი შევძინოთ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისკენ მიმართულ ჩვენს ერთიან ძალისხმევას

პირველ რიგში, მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო ესპანეთის სამეფოს მთავრობას ულამაზეს ქალაქ სევილიაში ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობისთვის. უდიდესი პატივია, საქართველოს სახელით, ამ უმნიშვნელო...

მაკა ბოჭორიშვილი