მარიამ ქვრივიშვილი ჩინური კორპორაცია „ჰუავეის“ დელეგაციას შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინური კორპორაცია „ჰუავეის“ პრეზიდენტს ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გან ძიანჰუას შეხვდა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი და ვახტანგ ცინცაძე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ ცინცაძე, აგრეთვე ჩინური კორპორაციის წარმომადგენლები.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში ICT მიმართულების განვითარებასა და ამ მხრივ, „ჰუავეის“ ჩართულობაზე. აღინიშნა, რომ ჩინურ კორპორაციას, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საქმიანობს და გლობალურ ICT სექტორთან ნაყოფიერად თანამშრომლობს, დიდი ინტერესი აქვს უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი საქართველოს ბაზარზე. კორპორაციის წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაცია, როგორ ხედავენ ისინი საქართველოში ბიზნესის გაფართოებას და თანამშრომლობას ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დარგში.

მარიამ ქვრივიშვილმა „ჰუავეის“ წარმომადგენლებს გააცნო მთავრობის ხედვა ქუთაისში, ახალი ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის შესახებ, რომელიც უნიკალური იქნება ფართო რეგიონში და სხვადასხვა კომპონენტს გააერთიანებს. კერძოდ, ინტერაქციული - სამეცნიერო-ტექნოლოგიური მუზეუმი, სტარტაპ აქსელერატორები, საერთაშორისო IT სკოლა, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარების ლაბორატორია, მონაცემთა ცენტრი, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, IoT, STEAM, სამრეწველო ინოვაციების (fablab) და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები, საკონფერენციო და საერთო სამუშაო სივრცეები.

„ჰუავეის“ წარმომადგენლები ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტით დაინტერესდნენ.

შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში „ჰუავეის“ ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობაზე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751380573

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის პირველ წრეში მსოფლიო რეიტინგის მეშვიდე ნომერი ლორენცო მუზეტი დაამარცხა

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა წლის მესამე დიდი სლემის ტურნირის, უიმბლდონის პირველ წრეში მსოფლიო რეიტინგის მეშვიდე ნომერი იტალიელი ლორენცო მუზეტი ოთხ სეტში, 6:2, 4:6, 7:5, 6:1 დაამარცხა....

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი

1751379997

საზოგადოება

წილოსანი: როდესაც „ქართულ ოცნებას“ 55%-ზე მეტი აქვს ხალხის ლეგიტიმაცია, ამის ფონზე სრულებით აბსურდულია რომელიმე უცხოელი ლიდერისა თუ პოლიტიკოსის თითის ქნევა ხალხის არჩეულმა ხელისუფლებამ რამედ მივიჩნიოთ

„როდესაც „ქართულ ოცნებას“ 55%-ზე მეტი აქვს ხალხის ლეგიტიმაცია, ამის ფონზე სრულებით აბსურდულია რომელიმე უცხოელი ლიდერისა თუ პოლიტიკოსის თითის ქნევა რამედ მივიჩნიოთ ჩვენ, ხალხის არჩეულმა ხელისუფლებამ“,...

ნინო წილოსანი

1751379336

საზოგადოება

პროექტს „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ქვეკომპონენტი - „მოცვის პირველადი წარმოების დაფინანსებისთვის“ დაემატა

ქართული ლურჯი მოცვი, იმ სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს, გახდა ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტი როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე. 2025 წ...

შეღავათიანი აგროკრედიტი

1751377718

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: გახარიას შეეშინდა კომისიაზე ფიზიკურად დასწრების, რადგან არ არის მარტივი ჩორჩანის მცხოვრებლებს, რომლებმაც მილიონი კვადრატული მეტრი დაკარგეს, პასუხები გასცე

„როგორც ვიცით, გახარიას საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ჩართვის მზაობა აქვს, თუმცა, რამდენად განხორციელდება ეს, ხვალ ვნახავთ“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარ...

გურამ მაჭარაშვილი

1751377097

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა სუნამო გამოუშვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სუნამოს გაყიდვა დაიწყო. თეთრი სახლის ლიდერმა წარადგინა სუნამო სახელწოდებით Victory 45-47, რაც მისი ორი საპრეზიდენტო ვადის (45 და 47) სიმბოლოა. „ეს არომატები წარმოადგე...

დონალდ ტრამპმა სუნამო გამოუშვა