პოლიციამ ქობულეთში მომხდარი ჯგუფური ყაჩაღობისა და ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობისა და ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევები: 1986 წელს დაბადებული გ.მ. და 1990 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა რომ დაკავებულებმა, ქობულეთში, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს - 2010 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს ძალის გამოყენებით, ყაჩაღურად გასტაცეს ხელჩანთა, ბრალდებულების მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ვ. ს.-მ ჩანთის დაბრუნება მოახერხა, რა დროსაც დაკავებულებმა კვლავ იძალადეს მასზე, ამასთან, გ.მ. - მ არასრულწლოვანს დანის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგაც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული არასრულწლოვანი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილითა და 179-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763012790

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი: არავითარი სამართლებრივი საფუძველი, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადახედვა მოხდეს, არ არსებობს - იმედს გამოვთქვამ, რომ სამართლებრივი გადაწყვეტილება იქნება მიღებული

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობას აფასებს. იგი იმედოვნებს, რომ ამ საკითხზე სა...

თენგიზ შარმანაშვილი

1763012232

ახალი ამბები

სასამართლომ გივი წულეისკირსა და გიორგი მურუსიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელს გივი წულეისკირს და „სფერო ინვესტის“ დირექტორს გიორგი მურუსიძეს აღკვეთ...

გიორგი მურუსიძე

1763010877

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე გახარიაზე: თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, შეუძლია, სასამართლოში იდავოს - თუ საქართველოში არ დააკმაყოფილებთ გადაწყვეტილებები, შეუძლიათ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გიორგი გახარიას საქმეს აფასებს. მისი განცხადებით, თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, შეუძლია, სასამართლოს მიმართოს და იქ დაამტკიცოს საკუთარი...

არჩილ გორდულაძე

1763009835

საზოგადოება

პროკურატურა გიორგი გახარიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს

პროკურატურა გიორგი გახარიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ადვოკატები გუშინ საღამოს პროკურატურაშ...

პროკურატურაპროკურატურა

1763008594

საზოგადოება

თეა წულუკიანი: როდესაც არჩევანი გაქვს, ჩვენი ერის სიცოცხლე არის ყველაზე მაღალი ეროვნული ინტერესი. ამის დაცვა გადავწყვიტეთ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც ყველაზე მწარე, მძიმე, ყველაზე დიდი დარტყმები მიიღო და არ გატყდა

როდესაც არჩევანი გაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი ერის სიცოცხლე არის ყველაზე მაღალი ეროვნული ინტერესი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა. თეა წულუკიანის თქ...

თეა წულუკიან