თეა წულუკიანი: როდესაც არჩევანი გაქვს, ჩვენი ერის სიცოცხლე არის ყველაზე მაღალი ეროვნული ინტერესი. ამის დაცვა გადავწყვიტეთ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც ყველაზე მწარე, მძიმე, ყველაზე დიდი დარტყმები მიიღო და არ გატყდა

როდესაც არჩევანი გაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი ერის სიცოცხლე არის ყველაზე მაღალი ეროვნული ინტერესი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის თქმით, ამის დაცვა გადაწყვიტეს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც ყველაზე მწარე, ყველაზე მძიმე, ყველაზე დიდი დარტყმები მიიღო და არ გატყდა.

„ჩვენ რომ დავთანხმებოდით იმას, რაც იყო მათი გეგმა, გაგვეხსნა ფრონტი და რუსეთი გვეიძულებინა მათი გაგებით, რომ თავისი შეიარაღებული რესურსი საქართველოზეც დაეხარჯა და ბალტიისპირეთი არ ყოფილიყო შემდგომი, როგორც მათ ეშინიათ მსხვერპლი, ამისთვის ჩვენ დაგვაჯილდოებდნენ. შეიძლება იმიტომ, რომ ობიექტურად უკრაინასა და მოლდოვაზე ყველა კრიტერიუმით წინ ვართ და ჩვენ ვიქნებოდით მათი, ასე ვთქვათ, სანაქებო თოჯინა, მაგრამ როდესაც არჩევანი გაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი ერის სიცოცხლე არის ყველაზე მაღალი ეროვნული ინტერესი. ჩვენ ამის დაცვა გადავწყვიტეთ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც ყველაზე მწარე, ყველაზე მძიმე, ყველაზე დიდი დარტყმები მიიღო, არ გატყდა და არ გაცვალა, როგორც მავანმა სცადა, რომ ეიძულებინა სხვადასხვა ბერკეტით, საკუთარი ინტერესი უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე ერის ინტერესი, მან ეს არ გააკეთა. ჩვენ ეს არ გვიკვირს, მაგრამ მათ ალბათ გაუკვირდათ. ყოველ შემთხვევაში, მძიმე დღეში ჩააგდეს მთელი ოჯახი და ეს თქვენ ნახეთ, მაგრამ მათ ამას გაუძლეს და ჩვენც, ხელისუფლებამ გავამყარეთ ეს პოზიციები, შევძელით ის, რომ არ აღმოვჩნდით ბრიუსელის სანაქებო, რომ რა კარგები ხართ, ჩვენს ნაცვლად იბრძვით.

მე არ მეგულება საქართველოში ერთი ქართველი მაინც, ვისაც მოეწონება ბრიუსელმა შეაქოს იმის გამო, რომ ქართველი ბიჭები იღუპებიან, ვინაიდან ბრიუსელის ნაცვლად იბრძვის. ჩვენ ამდენი სისხლი უბრალოდ აღარ გვაქვს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762981316

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მამა ილია დაძახებული იყო მამაშვილური საუბრისთვის, რომ იქნებ შეგონება მოესმინა და გაეთვალისწინებინა ის გადაცდომები, რაც მის გამონათქვამებში იყო, თუმცა როგორც კომისიაზე გამოჩნდა, სინანულს არ აპირებდა

 „მამა ილია (თოლორაია) დაძახებული იყო მამაშვილური საუბრისთვის, რომ იქნებ მას შეგონება მოესმინა და გაეთვალისწინებინა ის გადაცდომები, რაც მის გამონათქვამებში იყო, თუმცა როგორც კომისიაზე გამოჩნდა მისი და...

ანდრია ჯაღმაიძე

1762980585

ახალი ამბები

მაია ბითაძე სააკაშვილის ციხეში დაბრუნებაზე: მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად კარგად გრძნობს თავს, იმდენად კარგად, რომ ერთი კვირის წინ დაგვემუქრა კიდეც ქართველებს, რომ საერთოდ გაგვყოფდა და ნაწილს გაგვაქრობდა

 პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ვივამედიდან“ რუსთავის ციხეში გადაყვანას ეხმაურება. როგორც „ღამის კურიერის“ ეთერშ...

მაია ბითაძე

1762979232

ახალი ამბები

თეა წულუკიანი: მას ექნება წვდომა ექიმსა და ექთანზე საჭიროებისამებრ, მაგრამ ეს აღარ არის ის გარემო, რომელშიც ის, ჩემი სუბიექტური აზრით უკვე ძალიან დიდი ხანია დაუმსახურებლად იმყოფებოდა

 „მას ექნება წვდომა ექიმსა და ექთანზე საჭიროებისამებრ, მაგრამ ეს აღარ არის ის გარემო, რომელშიც ის, ჩემი სუბიექტური აზრით უკვე ძალიან დიდი ხანია დაუმსახურებლად იმყოფებოდა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედ...

თეა წულუკიანი და მიხეილ სააკაშვილი

1762975712

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: მაქსიმალურად ვერიდებით ხოლმე უკრაინის კრიტიკას, თუმცა, როდესაც თვალებში ნაცარს გვაყრიან, რომ ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია და თურმე, ევროინტეგრაციის გზაზე საუკეთესო პროგრესი აქვს, ეს მიუღებელია

 ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, შეფასება, რომ უკრაინას საუკეთესო პროგრესი...

ლევან მახაშვილი:

1762973324

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია სააკაშვილზე: იგივე ციხეში უნდა დაბრუნდეს, თვითონ როგორიც ჰქონდა, საკუთარ ტყავზე უნდა გამოაცდევინო, როგორც თვითონ ექცეოდა პატიმრებს და მათ ახლობლებს

„ზუსტად იგივე ციხეში უნდა დაბრუნდეს, თვითონ როგორიც ჰქონდა. არა დღევანდელში, რომელიც სანატორიუმს უფრო ჰგავს ვიდრე ციხეს“, - წერს გიორგი გამსახურდია, მიხეილ სააკაშვილის შესახებ, რომელიც პენიტენციური სა...

გიორგი გამსახურდია