საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 65-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო, ღირსეულ დაბრუნებაზე.

„2025 წლის 11-12 ნოემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდი, რომელზედაც საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.

მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.

საქართველოს მხარემ მწვავედ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებების საკითხი. შეშფოთება გამოითქვა ბოლო დროის ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დარღვევით სოხუმში აეროპორტის ამუშავება, რეგულარული ავიარეისების დაწყება, რუსეთიდან სოხუმში სარკინიგზო და საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის ამოქმედება.

რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნებას შეეხებოდა. შედეგად, წინა რაუნდების მსგავსად, მოლაპარაკებების 65-ე რაუნდიც ჩაიშალა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, ასევე რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763015275

საზოგადოება

მარკო რუბიო: აშშ-ს არც ისე ბევრი სანქცია დაგვრჩა, რომლის ამოქმედებაც რუსეთის წინააღმდეგ შეგვიძლია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ამერიკას არც ისე ბევრი სანქცია დარჩა, რომლის ამოქმედებაც რუსეთის წინააღმდეგაა შესაძლებელი. „აღარ დაგვრჩა ბევრი სანქცია ჩვენი მხრიდან. ჩვენ დავასანქც...

მარკო რუბიო

1763012790

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი: არავითარი სამართლებრივი საფუძველი, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადახედვა მოხდეს, არ არსებობს - იმედს გამოვთქვამ, რომ სამართლებრივი გადაწყვეტილება იქნება მიღებული

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობას აფასებს. იგი იმედოვნებს, რომ ამ საკითხზე სა...

თენგიზ შარმანაშვილი

1763012232

ახალი ამბები

სასამართლომ გივი წულეისკირსა და გიორგი მურუსიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელს გივი წულეისკირს და „სფერო ინვესტის“ დირექტორს გიორგი მურუსიძეს აღკვეთ...

გიორგი მურუსიძე

1763010877

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე გახარიაზე: თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, შეუძლია, სასამართლოში იდავოს - თუ საქართველოში არ დააკმაყოფილებთ გადაწყვეტილებები, შეუძლიათ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გიორგი გახარიას საქმეს აფასებს. მისი განცხადებით, თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, შეუძლია, სასამართლოს მიმართოს და იქ დაამტკიცოს საკუთარი...

არჩილ გორდულაძე

1763009835

საზოგადოება

პროკურატურა გიორგი გახარიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს

პროკურატურა გიორგი გახარიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ადვოკატები გუშინ საღამოს პროკურატურაშ...

პროკურატურაპროკურატურა