პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 16 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარის, ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 16 პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, უკანონო შეძენა-შენახვის, უკანონო რეალიზაციის, რეალიზაციის მცდელობის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებისა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1984 წელს დაბადებული ა.გ., 2001 წელს დაბადებული ი.გ., 2004 წელს დაბადებული გ.ღ., 1987 წელს დაბადებული ს.კ., აგრეთვე, წარსულში ნასამართლევი პირები: 1995 წელს დაბადებული ი.ო., 2006 წელს დაბადებული ნ.ქ., 1974 წელს დაბადებული ზ.ჯ., 1984 წელს დაბადებული მ.ქ., 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2002 წელს დაბადებული ა.კ., 1970 წელს დაბადებული ა.ა., 1995 წელს დაბადებული პ.კ., 1987 წელს დაბადებული ი.პ., 1993 წელს დაბადებული ო.ბ., 1994 წელს დაბადებული ჰ.ჯ., 1993 წელს დაბადებული ა.კ.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეტამფეტამინი“, „კოკაინი“, „ბუპრენორფინი“, „კლეფერდრონი“, „მეთადონი“, „ალფა პვპ“, „მარიხუანა“ და „მცენარე „კანაფი“. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკი, ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის და კულტივირებისთვის საჭირო მასალები და თანხა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 19-260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე, 265 პრიმა და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1753699033
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ოპოზიციის მხარდამჭერების ხარჯზეც არის ნაწილობრივ ჩვენი რეიტინგი გაზრდილი, ვინაიდან ოპოზიციამ პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენა თავის მხარდამჭერებს
„გორბის“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა და შედეგები პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების მთავარი თემაა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის რეიტინგ...
1753698641
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ვინ იქნებაო, კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ
„ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ვინ იქნებაო - არაფრისგან ვითომპიარი რადიკალების მხარეს, არადა კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი...
1753692747
ახალი ამბებისურსათის ეროვნული სააგენტო საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორები ბათუმის, ქობულეთისა და მაღალმთიანი აჭარის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორ...
1753691971
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ხელისუფლება დღენიადაგ ამტკიცებს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის კორუფციასთან ბრძოლა განურჩევლად სახელებისა, პოლიტიკური კუთვნილებისა, თუ პოზიციებისა
როდესაც ჩვენ მთავრობას ვირჩევდით, მთავრობის ხელმძღვანელის განცხადება, რომ მისი პრიორიტეტი, უმთავრესი საკითხი და საზრუნავი იქნებოდა კორუფციასთან ბრძოლა, ბევრმა შეიძლება ღიმილით მიიღო, ან საერთოდ არ მიი...
1753689769
ახალი ამბებიღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს ამერიკელი მასტერ-სომელიეების ჯგუფი სტუმრობდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners“-ის ორგანიზებით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა. აღნიშ...