პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი: წარსულში ნასამართლევი 1970 წელს დაბადებული კ.ფ. და ბელორუსის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული ს.რ. დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და "გამომშრალი მარიხუანა". საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ მითითებული
რამდენიმე ადგილიდან, ასევე, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი".
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1770186870
ახალი ამბებიაჭარის პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 2003 წელს დაბადებული ბ.ე. დააკავეს. დაკავებული ბ.ე. თურქ...
1770185147
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: თუ ბრიუსელმა თავისი კურსი რადიკალურად არ შეცვალა, ევროპული კავშირი დარჩება მხოლოდ სახელით ევროპული - უიდეო, უღირებულებო, უშინაარსო
ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან. ამ დროის განმავლობაში უკვე ნათელი გახდა ერთი რამ - ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას არც დაგმობს და არც...
1770183088
მსოფლიორუსეთის დელეგაციის წევრები აბუ-დაბიში ჩაფრინდნენ, სადაც დღეს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს
რუსეთის დელეგაციის წევრები აბუ-დაბიში ჩაფრინდნენ, სადაც 4-5 თებერვალს უკრაინულ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსული სამთავრობო თვით...
1770181702
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი ილიაუნის რექტორზე: ის ბერკეტი, რაც მას გააჩნია და იყენებს ახალგაზრდების გონების და ტვინის გამოსარეცხად, დასაძრახია
„ის ბერკეტი, რაც მას გააჩნია და იყენებს ახალგაზრდების გონების და ტვინის გამოსარეცხად, დასაძრახია“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ილიას უნივერსიტეტის მეორე ვადით არჩეული რექტორის...
1770151979
ახალი ამბებიახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, დაბალი ტემპერატურა, ქარბუქი) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახა...


























