ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდება, 30-ე დღეს კი ჩაბარებულად ჩაითვლება

თუ პირი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს დადგენილი წესით, ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და მისი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება.

აღნიშნული სიახლის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.

„მინდა, ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხო, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების ჩაუბარებლობას ეხება. მიუხედავად იმისა, რამდენი იქნება ჯარიმა, გავზრდით თუ შევამცირებთ მის ოდენობას ამა თუ იმ სამართალდარღვევაზე, ამ მექანიზმს ვერ ექნება პრევენციული ხასიათი, თუ პროცესი არ მივიდა ბოლომდე. სამწუხაროდ, პრაქტიკაში გამოიკვეთა სხვადასხვა გარემოება. მაგალითად, ხშირია შემთხვევა, როდესაც სამართალდამრღვევი გამოწერილ ჯარიმას მიზანმიმართულად არ იბარებს. შესაბამისად, ჭირს აღსრულებაც. ჩვენ მივმართეთ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პარლამენტის თითოეულ წევს მხარდაჭერისთვის. შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, თუ პირი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს დადგენილი წესით, ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და მისი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ჩაითვლება ჩაბარებულად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტმა მხარი დაუჭირა და უკვე დამტკიცებულია, მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კი მიღებული იქნება კონკრეტული წესი, რომელიც დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება.

„აღნიშნული წესის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გაეგზავნება საჩივრის ავტორს, საჩივარში მითითებულ მისამართზე. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება ვერ ჩაბარდა ავტორს, ის უკვე გამოქვეყნდება ოფიციალურ ვებგვერდზე - Decisions.tbilisi.gov.ge. აღნიშნული გადაწყვეტილება ჩაბარებულად და შესაბამისად გაცნობილად მიიჩნევა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. ვფიქრობთ, აღნიშნული პროცესი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს კანონის სრულყოფილად აღსრულებას და არაკეთილსინდისიერი დამრღვევების მიმართ იქნება პრევენციული ხასიათის მატარებელი. ჩვენ, რა თქმა უნდა, არავის დაჯარიმება არ გვიხარია, თუმცა კანონს უნდა დავემორჩილოთ. კანონდარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში და მის შესაბამისად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770192778

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნოვაისს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნოვაისს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით,...

ირაკლი კობახიძე

1770191921

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: არსებობს მზაობა ჩვენი მხრიდან ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით, რომ დავივიწყოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელსაც აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებდა

არსებობს მზაობა ჩვენი მხრიდან ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით, რომ დავივიწყოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელსაც წინა ადმინისტრაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებდა. მათ შორის ქართულ არჩევნებში...

შალვა პაპუაშვილი

1770190722

საზოგადოება

გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულის ექსტრადირება განხორციელდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულის გ.პ.-ს საქართველოში ექსტრადირება განხორ...

პროკურატურა

1770190175

საზოგადოება

მარიამ ლაშხი ნინო დობორჯგინიძეზე: სამარცხვინოა, როდესაც რექტორი უშუალოდ არის ჩართული პოლიტიკურ აქტივობებში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ დამახინჯებულ მენტალიტეტს, რომელიც ჩამოყალიბდა „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში“

სამარცხვინოა და ზუსტად იმ ისტორიის წაშლა ხდება, როდესაც ჩვენი უნივერსიტეტები იყო, როგორც ერის ჩამოყალიბებაში, განვითარებაში, ასევე პირველ რიგში იმის უზრუნველსაყოფად, რომ უნივერსიტეტი ყოფილიყო განათლებ...

მარიამ ლაშხი

1770188452

საზოგადოება

საპატრულო პოლიციამ თბილისში ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია ირანის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტი...

ნარკოტიკი