შალვა პაპუაშვილი: თუ ბრიუსელმა თავისი კურსი რადიკალურად არ შეცვალა, ევროპული კავშირი დარჩება მხოლოდ სახელით ევროპული - უიდეო, უღირებულებო, უშინაარსო
ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან. ამ დროის განმავლობაში უკვე ნათელი გახდა ერთი რამ - ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას არც დაგმობს და არც გაემიჯნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, რატომ უნდა გაემიჯნოს იმას ბრიუსელი, რასაც თავად, რამდენიმე დღით ადრე, საკუთარი პრესსპიკერის პირით, ფაქტობრივად, მხარდაჭერა გამოუცხადა.
„დღეს 4 თებერვალია. ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან. ამ დროის განმავლობაში უკვე ნათელი გახდა ერთი რამ - ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას არც დაგმობს და არც გაემიჯნება.
და მართლაც, რატომ უნდა გაემიჯნოს იმას, რასაც თავად, რამდენიმე დღით ადრე, საკუთარი პრესსპიკერის პირით, ფაქტობრივად, მხარდაჭერა გამოუცხადა?
მეტიც, დღეს ვხედავთ მცდელობას, რომ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა, რომლის შედეგადაც ოცზე მეტი პოლიციელის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო, „ღობის საქმედ“ იქნეს წარმოჩენილი იმ ორგანიზაციის ხელით, რომელიც ყალბი ესტონური რეგისტრაციის სქემაშია ჩართული და უხვად ფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან.
ეს უკვე აღარ არის დუმილი. ეს არის პოზიცია.
პოზიცია, რომელიც აშკარად გვიჩვენებს, რომ ბრიუსელი სულ უფრო მეტად წყდება იმ ღირებულებებს, რომლებზეც ევროკავშირი ოდესღაც იდგა, და სულ უფრო მეტად აიგივებს საკუთარ თავს სიძულვილთან, ძალადობასთან და ექსტრემიზმთან.
თუ ბრიუსელმა თავისი კურსი რადიკალურად არ შეცვალა, ევროპული კავშირი დარჩება მხოლოდ სახელით ევროპული - უიდეო, უღირებულებო, უშინაარსო“, - წერს პაპუაშვილი.
1770181702
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი ილიაუნის რექტორზე: ის ბერკეტი, რაც მას გააჩნია და იყენებს ახალგაზრდების გონების და ტვინის გამოსარეცხად, დასაძრახია
„ის ბერკეტი, რაც მას გააჩნია და იყენებს ახალგაზრდების გონების და ტვინის გამოსარეცხად, დასაძრახია“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ილიას უნივერსიტეტის მეორე ვადით არჩეული რექტორის...
1770151979
ახალი ამბებიახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, დაბალი ტემპერატურა, ქარბუქი) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახა...
1770150702
ახალი ამბებიგია აბაშიძე: უსერიოზულესი მხილება, რასაც საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანია ამბობს - აშშ-ის კონგრესის დასკვნით, ევროკომისია კონტინენტის არჩევნებში ჩაერია და ცენზურის სადარაჯოზეა!
ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის შუალედურ ანგარიშს, რომელიც ევროკომისიის მხრიდან გლობალური ცენზურისა და პოლიტიკური კონტენტის შეზღუდვის ფაქტებს აღწერს, სოციალუ...
1770148188
მსოფლიოლონ მასკი ევროკომისიის მხრიდან ცენზურის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშზე: ტირანებს უყვართ ცენზურა
კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის თანახმად, „ევროკომისიამ წარმატებით განახორციელა ზეწოლა სოციალურ პ...
1770146836
ახალი ამბებისოფელ ნამოხვანთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ22 (სოფ.ნამოხვან...



























