პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 2003 წელს დაბადებული გ.წ. დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში ბრალდებულსა და 1971 წელს დაბადებულ გ.გ.-ს შორის მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
აღნიშნული დაპირისპირების დროს ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო გ.გ.-მ., რომელიც შესაბამისის სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.წ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში.
1769839474
მსოფლიოკიევში გათბობის გარეშე 253 მრავალსართულიანი სახლი რჩება
კიევში გათბობის გარეშე 253 მრავალსართულიანი სახლი რჩება, - ინფორმაციას უკრაინის დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. მისი თქმით, პარასკევს დილიდან გათბობას 125 სახლი მიუერთეს. „კომუნალური და ენერ...
1769805304
მსოფლიოCNN-ის ყოფილი ჟურნალისტი დონ ლემონი მინესოტაში გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით დააკავეს
CNN-ის ყოფილი ჟურნალისტი დონ ლემონი და კიდევ სამი პირი დააკავეს ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც მინესოტას ეკლესიაში ICE-ის მოწინააღმდეგე მომიტინგეებმა, წირვა ჩაშალეს. News-ის ინფორმაციით, დაკა...
1769804022
ახალი ამბებიტრამპი ირანზე: ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ, თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, ვნახოთ, რა მოხდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საზღვაო ძალები ირანისკენ მიემართებიან და იმედოვნებს, რომ თეირანთან შეთანხმებას მიაღწევენ. „ჩვენ გვყავს დიდი არმადა, ფლოტილია, რომელიც ახლა ირანისკენ მი...
1769803440
მსოფლიოReuters: პუტინის წარმომადგენელი მაიამიში ტრამპის გუნდთან შესახვედრად გაემგზავრება
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი,31 იანვარს, ფლორიდაში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდის წარმომადგენლებს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტ...
1769800965
ახალი ამბებიქობულეთში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ქობულეთში, სოფელ დაგვაში საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო. აჭარის ტელევიზიის ცნობით, ხანძარს 80 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მეზობლების ინფორმაციით, დაღუპული მარტოხელა იყო და ცეცხლმოკიდებული სახლიდან...































