ლევან ჟორჟოლიანი - ფასების შემცირებასთან დაკავშირებით მუშაობა აპრილის ბოლოს დასრულდება და ვფიქრობთ, ხელშესახები შედეგები გვექნება
„ფასების შემცირებასთან დაკავშირებით მუშაობა აპრილის ბოლოს დასრულდება და ვფიქრობთ, ხელშესახები შედეგები გვექნება“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიების მხრიდან იქნა გამოხატული მზაობა ფასების შემცირებასთან დაკავშირებით.
„კომისიამ იმუშავა ორი კვირის განმავლობაში. შეხვედრა შედგა სურსათის სექტორში მომუშავე კომპანიებთან, როგორებიცაა ქსელური მარკეტები, იმპორტიორები, მწარმოებლები, ასევე, გაფართოვდა კომისიის მანდატი და შევხვდით ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებს, ასევე, საწვავის კომპანიებს.
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ყველა შეხვედრის ბოლოს, კომპანიების მხრიდან იქნა გამოხატული მზაობა ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, რაც უკვე ძალიან კარგია. პროცესი გადაინაცვლებს პარლამენტში, სადაც სპეციალური სამუშაო კომისიის ფარგლებში მოხდება აღნიშნული საკითხების განხილვა. ჩვენ მუშაობას დავასრულებთ აპრილის ბოლოს და ვფიქრობთ ხელშესახები შედეგები გვექნება“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
1769840968
ახალი ამბებიმიგრაციის სამსახურმა თბილისსა და ბათუმში ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე დააკავეს
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექს...
1769840690
მსოფლიოისრაელმა ლიბანის სამხრეთში „ჰეზბოლას“ პოზიციები დაბომბა
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ლიბანის სამხრეთით დაჯგუფება „ჰეზბოლას“ პოზიციებზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები იტყობინება. მათივე ცნობით, დაიბომბა „ჰეზბ...
1769839474
მსოფლიოკიევში გათბობის გარეშე 253 მრავალსართულიანი სახლი რჩება
კიევში გათბობის გარეშე 253 მრავალსართულიანი სახლი რჩება, - ინფორმაციას უკრაინის დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. მისი თქმით, პარასკევს დილიდან გათბობას 125 სახლი მიუერთეს. „კომუნალური და ენერ...
1769805304
მსოფლიოCNN-ის ყოფილი ჟურნალისტი დონ ლემონი მინესოტაში გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით დააკავეს
CNN-ის ყოფილი ჟურნალისტი დონ ლემონი და კიდევ სამი პირი დააკავეს ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც მინესოტას ეკლესიაში ICE-ის მოწინააღმდეგე მომიტინგეებმა, წირვა ჩაშალეს. News-ის ინფორმაციით, დაკა...
1769804022
ახალი ამბებიტრამპი ირანზე: ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ, თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, ვნახოთ, რა მოხდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საზღვაო ძალები ირანისკენ მიემართებიან და იმედოვნებს, რომ თეირანთან შეთანხმებას მიაღწევენ. „ჩვენ გვყავს დიდი არმადა, ფლოტილია, რომელიც ახლა ირანისკენ მი...































