პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 19 და 20 წლის პირები

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 3 პირი -2005 წელს დაბადებული ს.ა. 2006 წელს დაბადებული ლ.ჯ. და ამავე წელს დაბადებული დ.ა. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში ღამის საათებში, აირის პისტოლეტის გამოყენებით, თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს 2005 წელს დაბადებულ კ.ბ.-ს.

იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს თანხა და ნივთები. უკანონოდ დაეუფლნენ კომპიუტერულ ტექნიკას, სხვადასხვა ძვირად ღირებულ ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ს.ა., ლ.ჯ. და დ.ა.

მომხდარიდან მალევე დააკავეს.პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი და ყაჩაღობის შედეგად დაუფლებული ნივთები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს“, - აცხადებენ უწყებაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751814379

ახალი ამბები

აფხაზეთიდან დევნილებს ჭუბერსა და ჯვარში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჭუბერსა და ჯვარში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდა,...

აფხაზეთიდან დევნილებს ჭუბერსა და ჯვარში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

1751810717

ახალი ამბები

რუსთავში ოქროსა და ვერცხლისმედალოსან მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიაში, რომელიც ქალაქ რუსთავში გაიმართა. მინისტრმა ახალგაზრდებს...

რუსთავში ოქროსა და ვერცხლისმედალოსან მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

1751808485

ახალი ამბები

ისტორიაში პირველად საქართველო ფიდეს ქალთა მსოფლიოს თასს მასპინძლობს

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ბათუმში FIDE-ს ქალთა მსოფლიოს თასი მიმდინარეობს. საქართველო აღნიშნულ ტურნირს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. ქალთა მსოფლიოს თასი ჭადრაკში საზეიმოდ გაიხსნა დ...

ისტორიაში პირველად საქართველო ფიდეს ქალთა მსოფლიოს თასს მასპინძლობს

1751805760

ახალი ამბები

იაპონიაში დანით შეიარაღებულმა კაცმა ბარში 2 ქალი მოკლა

იაპონიაში, ქალაქ ჰამამაცუში, დანით შეიარაღებული კაცი ბარის თანამშრომლებს თავს დაესხა. მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად მოკლულია ორი ადამიანი - 26 და 27 წლის ქალები. პოლიციამ 41 წლის თავდამსხმელი უკვე...

იაპონიაში დანით შეიარაღებულმა კაცმა ბარში 2 ქალი მოკლა

1751803887

მსოფლიო

ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, ტეხასში წყალდიდობას სულ მცირე 51 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 15 ბავშვია. ასობით ადამიანი ეძებს უგზო-უკვლოდ დაკარგულ 27 ბავშვს, რომლებიც წყალდიდობის დაწყებამდე მდინარე გუადალუპესთა...

ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა