პოლიციამ თბილისში ოჯახის წევრის მიმართ სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, გაუპატიურების, არაადამიანური მოპყრობის, მუქარისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით - 2007 წელს დაბადებული ს.ჟ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა, ასევე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა - 2005 წელს დაბადებულ ქ.შ.-ს.
„ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად, ქ.შ.-მ თვითმკვლელობა სცადა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ს.ჟ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე, 11 პრიმა 151-ე, 11 პრიმა 187-ე, 144-ე ტერცია და 126-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - წერია ინფორმაციაში.
1769669258
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა - შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ას...
1769667568
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრა ნავთობიმპორტიორებთან გაიმართება
ფასებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრა ნავთობიმპორტიორებთან გაიმართება. კომისია უკვე შეხვდა ფარმაცევტული კომპ...
1769666488
ახალი ამბებილევან მახაშვილი ჰელსინკის კომისიის ბრიფინგის გადადებაზე: როდესაც უყურებ ამინდის პროგნოზს და ვაშინგტონში ნორმალური ამინდია, ჩნდება კითხვა, შეხვედრის გაუქმების მიზეზი სხვა რაღაც ხომ არ იყო, რომელიც საზოგადოებისგან შეგნებულად დამალეს
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დაგეგმილი ბრიფინგის უამინდობით გამოწვეული შეფერხებების მიზეზით გადადებას ეხ...
1769665014
ახალი ამბებიფრიდრიხ მერცი: 2027 წლის პირველ იანვარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გამორიცხულია
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების შესაძლებლობას ვერ ხედავს. „2027 წლის პირველ იანვარს გაწევრიანება გამორიცხულია. ეს უბრალოდ შეუძლებელია“, - განა...
1769664030
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: მოვისმენთ ყველა მხარის პოზიციას და იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარების საფუძვლიანი ანალიზი საშუალებას მოგვცემს, ბიზნესის დაუზარალებლად მოხდეს პოზიტიური ცვლილებები ფასებთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოზე საუბრობს. იგი იმედს გამოთქვამს, რომ ბიზნესის დაუზარალებლად მოხდება პოზიტიური ცვლილე...































