ფრიდრიხ მერცი: 2027 წლის პირველ იანვარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გამორიცხულია

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების შესაძლებლობას ვერ ხედავს.

„2027 წლის პირველ იანვარს გაწევრიანება გამორიცხულია. ეს უბრალოდ შეუძლებელია“, - განაცხადა მერცმა.

მისი თქმით, ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს, ჯერ ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს, ეს პროცესი კი, როგორც წესი, რამდენიმე წელი გრძელდება.

ამასთან, მერცმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია პერსპექტივა, რომელიც გაწევრიანების გზას გაუხსნის, თუმცა მისი თქმით, ეს გრძელვადიანი პროცესია.

„ჩვენ შეგვიძლია, უკრაინა ევროკავშირთან თანდათანობით დავაახლოოთ. ეს ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ ასეთი სწრაფი გაწევრიანება უბრალოდ შეუძლებელია“, - აღნიშნა მერცმა.

სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, მერცმა განაცხადა, რომ მჭიდრო კონტაქტზეა ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებთან.

„ჩვენ მჭიდრო კონტაქტზე ვართ ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებთან. ჩვენ ასევე ერთობლივად შევიმუშავეთ დოკუმენტები და კარგია, რომ, პირველ რიგში, უკრაინასა და რუსულ მხარეს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - განაცხადა მერცმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769633575

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათ დაამკვიდრეს ის სიძულვილის და ზიზღის ენა, რომელიც წლებია გადმოედინება სხვადასხვა მათივე მართული მედიიდან. ჩვენ მზად ვართ დებატებისთვის და ყველაზე მთავარია, ყველამ გავიგოთ მისი არსი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე დებატების გახსნის თაობაზე გადაცემაში „იმედი LIVE” ისაუბრა და დებატების არსზე გაამახვილა ყურადღება. „როდესაც საუბარია...

ირაკლი კირცხალია

1769632293

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ყველა დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილება გამოიწვია ყველაზე მთავარმა, რამაც გამოიწვია თავის დროზე ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში ყველა იმ კანონის შემოტანა, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს

„ყველა დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილება გამოიწვია ერთმა და ყველაზე მთავარმა, რამაც გამოიწვია თავის დროზე ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში ყველა იმ კანონის შემოტანა, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის სუვე...

ირაკლი კირცხალია

1769631906

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: კარგად ჩანს ის ვიწრო, ანგაჟირებული, ჯგუფი ე.წ. ბაბლი, რომელსაც თავისი თავი ჩვენი ქვეყანა ჰგონია, მათთვის არაფრის მტკიცებას აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ მოქმედებენ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით და სამართლიანად ჰქვიათ უსამშობლოები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა, ოპოზიციის, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერის და „ჰელსინკის კომისიის“ მიერ საქართ...

 ირაკლი კირცხალიამ

1769630103

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია მაია სანდუზე: თითოეული მისი მოქალაქის პირადი ტრაგედიაა ის განცხადება, რაც გააკეთა ამ ქალბატონმა თავის ქვეყნის მიმართ და ეს უტიფარი მარიონეტი ბედავს და ჩემი ქვეყნისკენ იშვერს ხელს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომ „რუსეთმა საქართველო ს...

ირაკლი კირცხალია

1769627061

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჩინეთში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ჩინეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება. ბრიტანული დელეგაციის თვითმფრინავი პეკინში ადგილობრივი დროით საღამოს 5:00 საათზე დაეშვა...

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი