ლევან მახაშვილი ჰელსინკის კომისიის ბრიფინგის გადადებაზე: როდესაც უყურებ ამინდის პროგნოზს და ვაშინგტონში ნორმალური ამინდია, ჩნდება კითხვა, შეხვედრის გაუქმების მიზეზი სხვა რაღაც ხომ არ იყო, რომელიც საზოგადოებისგან შეგნებულად დამალეს
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დაგეგმილი ბრიფინგის უამინდობით გამოწვეული შეფერხებების მიზეზით გადადებას ეხმიანება. მახაშვილის თქმით, ჩნდება კითხვა, გადადების მიზეზი რაიმე სხვა ხომ არ იყო.
„როდესაც უყურებ ამინდის პროგნოზს და ვაშინგტონში ნორმალური, კარგი ამინდია, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ამ შეხვედრის გაუქმების მიზეზი სხვა რაღაც ხომ არ იყო, რომელიც საზოგადოებისგან შეგნებულად დამალეს. ნებისმიერ შემთხვევაში, მისასალმებელია ასეთი შეხვედრების გაუქმება იმიტომ, რომ როგორც წინა შეხვედრებიდან ვიხილეთ, ამ ადამიანების მონაწილეობით ამავე ფორმატში ასეთი საუბრები ხელს არ უწყო ს ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვას და იმედია, მომავალში ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ჰელსინკის კომისიაში ბრიფინგი 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე უნდა გამართულიყო. კომისიის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელებული ცნობით, ჰელსინკის კომისიამ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დაგეგმილი ბრიფინგი უამინდობით გამოწვეული შეფერხებების გამო გადადო.
1769665014
ახალი ამბებიფრიდრიხ მერცი: 2027 წლის პირველ იანვარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება გამორიცხულია
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების შესაძლებლობას ვერ ხედავს. „2027 წლის პირველ იანვარს გაწევრიანება გამორიცხულია. ეს უბრალოდ შეუძლებელია“, - განა...
1769664030
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: მოვისმენთ ყველა მხარის პოზიციას და იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარების საფუძვლიანი ანალიზი საშუალებას მოგვცემს, ბიზნესის დაუზარალებლად მოხდეს პოზიტიური ცვლილებები ფასებთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოზე საუბრობს. იგი იმედს გამოთქვამს, რომ ბიზნესის დაუზარალებლად მოხდება პოზიტიური ცვლილე...
1769662521
ახალი ამბებინინო წილოსანი ფასების დარეგულირებაზე: კომისიის მუშაობის ბოლოს წარმოვადგენთ შეთავაზებებს, რომლებიც შესაძლოა, როგორც კანონში, ასევე აღსრულების ნაწილში ცვლილებებს საჭიროებდეს
საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი ნინო წილოსანი ფასების დარეგულირების მიმართულებით საპარლამენტო კომისიის მუშაობის შესახებ საუბრობს. „ჩვენ ვიცით, რომ მათ შორის, ევროკავშირი არსებობს კარგი პრაქტიკები...
1769633575
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათ დაამკვიდრეს ის სიძულვილის და ზიზღის ენა, რომელიც წლებია გადმოედინება სხვადასხვა მათივე მართული მედიიდან. ჩვენ მზად ვართ დებატებისთვის და ყველაზე მთავარია, ყველამ გავიგოთ მისი არსი
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე დებატების გახსნის თაობაზე გადაცემაში „იმედი LIVE” ისაუბრა და დებატების არსზე გაამახვილა ყურადღება. „როდესაც საუბარია...
1769632293
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ყველა დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილება გამოიწვია ყველაზე მთავარმა, რამაც გამოიწვია თავის დროზე ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში ყველა იმ კანონის შემოტანა, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
„ყველა დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილება გამოიწვია ერთმა და ყველაზე მთავარმა, რამაც გამოიწვია თავის დროზე ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში ყველა იმ კანონის შემოტანა, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის სუვე...































