პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს - ორ პირს ეძებენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს. კიდევ ორი პირი კი მიმალვაშია და მათი დაკავების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. კერძოდ, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სამართალდამცველს, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანებები მიიღო სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში.
სამართალდამცველებმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე, მომხდარიდან მალევე დააკავეს, ორი პირი კი მიმალვაშია – მათი ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით, აქტიურად ტარდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პრიმა მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.]გამოძიების დასრულებამდე, ინციდენტში მონაწილე, დაზარალებული პოლიციელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილია შსს კადრების განკარგულებაში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1769547068
მსოფლიოესპანეთი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებისთვის 20 მილიონ ევროს გამოყოფს - Reuters
ესპანეთი სარკინიგზო კატასტროფის მსხვერპლების ოჯახებს კომპენსაციის სახით, ჯამურად, 20 მილიონ ევროს გადაუხდის. მედიის ცნობით, დაღუპულთა ოჯახები არაუმეტეს სამი თვის განმავლობაში, 216 000 ევროს მიიღებენ....
1769545483
მსოფლიომარკ რუტე: ევროპა ახლა აშენებს თავის თავდაცვის ინდუსტრიას, თუმცა ამ მომენტისთვის მას არ შეუძლია უკრაინის თავდაცვისთვის საჭირო რესურსების საკმარისი რაოდენობით უზრუნველყოფა
ორშაბათს, ევროპარლამენტში სტუმრობისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ მოუწოდა ევროპარლამენტის წევრებს, უკრაინას მიეცეს უფლება, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხის ნაწილი აშშ-...
1769543976
ახალი ამბებიგარდაბანში ავტომობილი 16 წლის გოგოს დაეჯახა, რომელიც გზაზე გადადიოდა - იგი ადგილზე დაიღუპა
გარდაბანში BMW-ს მარკის ავტომობილი 16 წლის გოგოს დაეჯახა, რომელიც გზაზე გადადიოდა - იგი ადგილზე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე სასწრაფო...
1769542591
ახალი ამბებიმთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს. „ზოგადი განათლების სისტემის რეფ...
1769539927
ახალი ამბებიბათუმში ავარია მსხვერპლით დასრულდა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ფაქტი ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩაზე, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაღუპული კაცი. სხვა დეტა...































