ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით მარნეულში ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული ნ.ა. და 2000 წელს დაბადებული ს.ბ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ნ.ა.-მ ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2006 წელს დაბადებულ უ.კ.-ს. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ს.ბ.-ც.
სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1769582394
მსოფლიოForeign Affairs: ევროპა მზად უნდა იყოს იმ რეალობისთვის, რომ, შესაძლოა, აშშ-მა გააუქმოს უკრაინისთვის მიცემული გარანტიები
უკრაინას და მის პარტნიორებს სჭირდებათ კონკრეტული გეგმა ქვეყნის სამხედრო ძალის გასაძლიერებლად და შესანარჩუნებლად, მიუხედავად იმისა, მიღწეული იქნება თუ არა ცეცხლის შეწყვეტა. ევროპა მზად უნდა იყოს იმ რეა...
1769580836
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 28 იანვარს საქართველოში
28 იანვარს ქუთაისში უნალექო ამინდს და მზეს ელოდებიან, დღისით +11 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმში...
1769578575
ახალი ამბებიპოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს - ორ პირს ეძებენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს. კიდევ ორი პირი კი მიმალვაშია...
1769578013
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჯობია, ქალბატონმა სანდუმ მოლდოვას მიხედოს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მოლდოვაში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარების ფონზე, მაია სანდუს ურჩევნია, თავის ქვეყანას მიხედოს. „ნაკლებად მნ...
1769576155
ახალი ამბებიილია ღუდუშაურს პროკურატურა ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს წარუდგენს
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს პროკურატურა ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს წარუდგენს. ილია ღუდუშაური დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, მას სახელმწიფო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბორო...































