Foreign Affairs: ევროპა მზად უნდა იყოს იმ რეალობისთვის, რომ, შესაძლოა, აშშ-მა გააუქმოს უკრაინისთვის მიცემული გარანტიები
უკრაინას და მის პარტნიორებს სჭირდებათ კონკრეტული გეგმა ქვეყნის სამხედრო ძალის გასაძლიერებლად და შესანარჩუნებლად, მიუხედავად იმისა, მიღწეული იქნება თუ არა ცეცხლის შეწყვეტა. ევროპა მზად უნდა იყოს იმ რეალობისთვის, რომ, შესაძლოა, აშშ-მა გააუქმოს უკრაინისთვის მიცემული გარანტიები, - ამის შესახებ გამოცემა Foreign Affairs წერს.
როგორც გამოცემა წერს, დასავლური ჯარების განლაგება უკრაინაში და ვალდებულებები იმ ზომებზე, რაც რუსეთის მხრიდან კიდევ ერთხელ ფართომასშტაბიანი შეჭრის შემთხვევაში უნდა მიიღონ, იქნება გეგმის სასარგებლო შემადგენელი ნაწილები. თუმცა, გრძელვადიანი შეკავების საფუძველი უნდა იყოს უკრაინის საკუთარი საბრძოლო შესაძლებლობები და მისი ტექნოლოგიური მიღწევები თავდაცვის სფეროში.
„კიევს სჭირდება პარტნიორების მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც აერთიანებს დახმარების დიდ პაკეტებს, ინვესტიციებს, შესყიდვებს, თანამშრომლობას დაზვერვის სფეროში და კადრების მომზადების, როგორც შეიარაღებული ძალებისა და სამრეწველო ბაზის განმტკიცების უფრო ფართომასშტაბიანი გეგმის ნაწილს. იდეალურ შემთხვევაში, ეს უნდა იყოს ძალისხმევა, რომელიც არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში გაგრძელდება“, - ნათქვამია სტატიაში.
ამავდროულად, ავტორი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის გადაიარაღება ძვირი დაჯდება, მაშინ როცა ევროპა ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს გრძელვადიანი დაგეგმარებისთვის საჭირო თანხებს.
სტატიის მიხედვით, „უკრაინის შემთხვევაში არც ევროპამ და არც აშშ-მა არ გამოხატეს მზადყოფნა, იომოს უკრაინის მხარეს იმ შემთხვევაში, თუ ახლა ომი დასრულდება და მოგვიანებით რუსეთი კიდევ ერთხელ ეცდება უკრაინაში შეჭრას“.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, 2022 წლიდან ევროპაში არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ მათი პოლიტიკა კონცენტრირებულია რუსეთთან პირდაპირი ომის თავიდან აცილებაზე. გაურკვევლობას კი ამძაფრებდა ტრამპის არასტაბილური ხასიათი, მისი შეხედულებები რუსეთზე და ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში დაძაბულობის გაღვივება.
„ტრამპმა თუნდაც ქაღალდზე განაცხადოს თანხმობა აშშ-ის მხარდაჭერაზე, ცოტა რამ შეუშლის ხელს, დაარღვიოს თავისი დაპირება რუსეთის იერიშის შემთხვევაში. მას შეუძლია, ადვილად გამოაცხადოს შეთანხმება ძალადაკარგულად, გაიმეოროს თავისი ხშირად გამეორებული განცხადება, რომ უკრაინა პასუხისმგებელია რუსული აგრესიის პროვოცირებაზე“, - აღნიშნულია სტატიაში.
გამოცემა წერს, რომ სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით უკრაინამ და ევროპამ აშშ-ს შესთავაზეს, უხელმძღვანელოს ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგს. ასევე კიევი ვაშინგტონს სთხოვს, რომ აშშ-ის კონგრესის დონეზე დაამტკიცოს შეთანხმებული გარანტიები.
სტატიაში, ასევე, ნათქვამია, რომ ტრამპის მტრული განწყობა ევროპისა და ევროპის ინტერესების მიმართ უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროში წარმოადგენს მისი საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელ თვისება და, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ ძლიერდება.
1769578575
ახალი ამბებიპოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს - ორ პირს ეძებენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს. კიდევ ორი პირი კი მიმალვაშია...
1769578013
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჯობია, ქალბატონმა სანდუმ მოლდოვას მიხედოს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მოლდოვაში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარების ფონზე, მაია სანდუს ურჩევნია, თავის ქვეყანას მიხედოს. „ნაკლებად მნ...
1769576155
ახალი ამბებიილია ღუდუშაურს პროკურატურა ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს წარუდგენს
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს პროკურატურა ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს წარუდგენს. ილია ღუდუშაური დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, მას სახელმწიფო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბორო...
1769575664
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აპრილის ბოლოსთვის უკვე ფასები იყოს დაწეული, თუმცა გვაქვს იმის მოლოდინიც, რომ უშუალოდ პროცესის განმავლობაშიც კონკრეტული მიმართულებით, ფასები დაწევას დაიწყებს
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აპრილის ბოლოსთვის უკვე ფასები იყოს დაწეული, თუმცა გვაქვს იმის მოლოდინიც, რომ უშუალოდ პროცესის განმავლობაშიც კონკრეტული მიმართულებით, ფასები დაწევას დაიწყებს, - ამის...
1769547068
მსოფლიოესპანეთი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებისთვის 20 მილიონ ევროს გამოყოფს - Reuters
ესპანეთი სარკინიგზო კატასტროფის მსხვერპლების ოჯახებს კომპენსაციის სახით, ჯამურად, 20 მილიონ ევროს გადაუხდის. მედიის ცნობით, დაღუპულთა ოჯახები არაუმეტეს სამი თვის განმავლობაში, 216 000 ევროს მიიღებენ....































