გორდულაძე: ევროპის მასშტაბით ბოლო წლებში დაახლოებით 150 პარტიას აეკრძალა ან შეუჩერდა საქმიანობა - იყვნენ თუ არა მსხვერპლები და ხომ არ გრძნობდნენ თავს დაჩაგრულად იმის გამო, რომ მათი არაკონსტიტუციური ქმედებები სამართლებრივად სწორად შეფასდა?
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ მსხვერპლის სტატუსზე, ევროპაში აკრძალული პოლიტიკური პარტიების პრაქტიკასა და IRI-ის კვლევის მეთოდოლოგიაზე ისაუბრა.
გორდულაძის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში ევროპის მასშტაბით დაახლოებით 150 პარტიას აეკრძალა ან შეუჩერდა საქმიანობა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, შეფასდეს არა მხოლოდ ის, თუ როგორ აფასებენ პოლიტიკური პარტიები საკუთარ მდგომარეობას, არამედ ისიც, რას აკეთებენ ისინი ამჟამად.
„რაც შეეხება მსხვერპლის სტატუსს, მიენიჭა თუ არა მსხვერპლის სტატუსი, მაგალითად, „ჰერი ბატასუნა და ბატასუნა“ ან „რეფაჰის პარტიას“ ან სხვა პარტიას? ევროპის მასშტაბით ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 150 პარტიას აეკრძალა საქმიანობა ან შეუჩერდა პოლიტიკური საქმიანობა. იყვნენ თუ არა ისინი მსხვერპლები? შესაძლოა, ამ გადმოსახედიდან თავს დაჩაგრულად გრძნობდნენ იმის გამო, რომ მათი არაკონსტიტუციური ქმედებები სამართლებრივად სწორად შეფასდა. ეს მათი შეხედულებაა და ჩვენ მათი აზრის თავისუფლებას ვერ შევაფასებთ, თუმცა გამოხატვის ფორმებზე მსჯელობა შეგვიძლია.
რაც შეეხება მათ რეიტინგებს და იმას, რამდენად ასახავს IRI-ის კვლევა მათ რეიტინგებს, შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აცხადებდნენ, თითქოს ამ კვლევის შესახებ არაფერი სმენოდათ, ასეთი კვლევა არ არსებობდა და ბუნებაში არ ჩატარებულა, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სივრცეში ამ კვლევის შესახებ ინფორმაცია გავრცელებული იყო. ჩვენც არაერთხელ გაგვიკეთებია ამასთან დაკავშირებით კომენტარი. მნიშვნელოვანია, რა პრინციპითა და მეთოდოლოგიით ჩატარდა ეს კვლევა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი ავტორი ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებს და არ ავრცელებს. მთავარი საკითხი, მათ შორის, ისიც არის, თუ რას აკეთებენ ახლა ეს პოლიტიკური პარტიები“, - განაცხადა გორდულაძემ.
1794467795
ახალი ამბებიშიდა ქართლის პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენ...
1794466907
ახალი ამბებისამართალდამცველებმა აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრც...
1794464519
საზოგადოებანინო წილოსანი: ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განვიხილეთ საპარლამენტო ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში იგი ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის...
1794464059
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დღეს თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დღეს თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები ანტალიაში დღესაც არის დაგეგმილი. ყაველაშვილი თურქეთში გაეროს 2026...
1794463353
საზოგადოებაცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს: გვერდით მიგულე, ძმაო, ყველგან და ყოველთვის, ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს და რაც კავკასიელ კაცს არ შეეფერება!
ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება და დვალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს. „გვერდით მიგულე, ძმაო, ყველგან და ყოველთვის. ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შ...



























