პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, როგორც ერთ-ერთი იურიდიული პირის დამფუძნებელმა დირექტორმა, სოციალურ ქსელებში განათავსა რეკლამა, თითქოსდა ახორციელებდა სხვადასხვა პროფესიული კურსის შესწავლას, როგორც ონლაინ, ისე პრაქტიკული სწავლების გზით. ბრალდებულის დაპირებით, სტუდენტებს სასწავლო კურსის დასასრულს ევროპის ქალაქებში რამდენიმედღიან შემაჯამებელ სამუშაო შეხვედრებს ჩაუტარებდა, რის შემდეგაც მათ კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემოდათ. 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით, ბრალდებულმა ათეულობით მოქალაქესთან გააფორმა მოჩვენებითი ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც დაზარალებულებისგან 60 000 ლარი მიიღო, რაც მოტყუებით მიისაკუთრა და ქვეყანა დატოვა. საგამოძიებო ორგანოს მიერ გრძელდება მოწმეთა გამოკითხვა და შესაბამისად, დაზარალებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794471032

ახალი ამბები

ზაალ მიქელაძე მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზაშვილზე თავდასხმაზე: ჩემი მხარდაჭერა მერაბს და საბას - თქვენი ბრძოლა იყო სამართლიანი და თქვენ ჩვენთან ერთად გაიმარჯვეთ

„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილსა და მის თანმხლებ პირზე, საბა ლაზიშვილზე, თავდასხმას ეხმაურება. დეპუტატი მხარდაჭერას უცხადებს მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილ...

ზაალ მიქელაძე

1794470010

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ირლანდიაში ვიზიტზე: პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებზე, ევროპულ ინტეგრაციაზე, რაც მნიშვნელოვანი საკითხია

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებზე, ევროპულ ინტეგრაციაზე, რაც მნიშვნელოვანი საკითხია, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა...

მაკა ბოჭორიშვილი

1794468833

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ ლანჭოუს უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ლანჭოუს უნივერსიტეტში (Lanzhou University – LZU) საჯარო ლექცია წაიკითხა...

გივი მიქანაძე

1794467795

ახალი ამბები

შიდა ქართლის პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენ...

დაკავება დაკავება

1794466907

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრც...

პოლიცია - პოლიცია