მიხეილ სარჯველაძე: ნორვეგიაშიც უყვართ ბავშვები და ნორვეგიაშიც აქვთ შესაძლებლობა, მაგრამ ვერ რისკავენ ასე სწრაფად გადაწყვეტილებების მიღებას ასეთი მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამაში შეტანასთან დაკავშირებით
დღეს დაისვა კითხვა შევხვდებით თუ არა აღნიშნული დაავადების მქონე პაციენტების მშობლებს, არასდროს ჩვენი კარი არ დახურულა, ეს მათი არჩევანი იყო, რაც გააკეთეს და მათ მე კრიტიკას ვერ დავუწყებ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების შესახებ საუბრისას.
მისივე თქმით, მუშაობა აუცილებელია, ნებისმიერი საკითხი, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისთვის არის საჭირო და აუცილებელი, უნდა შეისწავლონ და გამოიკვლიონ რაც შეიძლება სწრაფად.
„ღია წყაროებში თუ პირდაპირი კომუნიკაციის გზით ძალიან დიდი ინფორმაციაა დაგროვილი სამინისტროში თითოეული გარემოების შესახებ, რაც თანმხლებია ამ მედიკამენტების ავ-კარგიანობის შეფასებისთვის. ამას სჭირდება კარგად დაკვირვება.
ბუნებრივია, რომ ნორვეგიაშიც უყვართ ბავშვები და ნორვეგიაშიც აქვთ შესაძლებლობა, როგორც ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით, ისე ფინანსური შესაძლებლობებით და მიუხედავად ამისა, ვერ რისკავენ ასე სწრაფად გადაწყვეტილებების მიღებას ასეთი მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამაში შეტანასთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მხრიდანაც გარკვეული თავშეკავება, გარკვეული დროის განმავლობაში, ვიდრე არ გვაქვს პასუხები, არის აბსოლუტურად გონივრული, ნორმალური და პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება ვითარებასთან მიმართებაში.
როდესაც ვამბობ, რომ მშობლებს ვერ ვაკრიტიკებ, ეს ნიშნავს იმას, რომ მშობლების ემოციური მდგომარეობა და მათი დამოკიდებულება ჩემთვის გასაგებია, მაგრამ არ მესმის და მიმაჩნია, რომ ამორალურია, როდესაც ამით ხელის მოთბობას ცდილობს ან რომელიმე კომერციული სტრუქტურა, ან მიკერძოებული პოლიტიკური ორგანიზაცია.
ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ რაც შეიძლება სწრაფად ყველაფერი გახდეს ცხადი, ცალსახა და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
1776780890
საზოგადოებაშინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას სულხან თამაზაშვილი დაიკავებს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი სულხან თამაზაშვილი, მას მინდა გადავიხადო, მადლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე ძალიან წარმატებული...
1776780844
საზოგადოებამამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს“, - განაცხადა ბრიფინგზე პრემიერ-მინ...
1776780313
საზოგადოებაგეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას დაიკავებს
შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ცნობილი მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსა...
1776780072
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი ასტანაში, რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 22 აპრილს რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართება, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს....
1776779474
ახალი ამბებიპრემიერი: არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია, უმთავრესი პრიორიტეტი კი - სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა
არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია, უმთავრესი პრიორიტეტი კი სახელმწიფო სუვერენიტეტის,...



























