კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ქართველ ხალხთან ერთად შეძლო დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის დამარცხება და საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში გარდამტეხი როლის შეტანა
თბილისის მერი კახა კალაძე პარტია „ქართული ოცნების“ დაარსებიდან 14 წლის იუბილეს ეხმიანება.
„2012 წლის 21 აპრილი, თარიღი, რომლითაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, ქართველ ხალხთან ერთად, შეძლო დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის დამარცხება და საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში გარდამტეხი როლის შეტანა. ეს არ იყო უბრალოდ ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა, ეს იყო ქართველი ხალხის იმედი და მტკიცე მოთხოვნა მშვიდობიან, სტაბილურ მომავალზე, ისეთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე, სადაც გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის საქართველოს მოსახლეობას.
„ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლის ეს მოთხოვნა სამოქმედო გეგმად და მთავარ პრინციპად აქცია, რომლისთვისაც არასდროს გადაუხვევია, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი მის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნის.
მშვიდობა, ეკონომიკური სტაბილურობა, სახელმწიფოს და საქართველოს მოსახლეობის ინტერესების ხელშეუხებლობა, ქართული ეკლესიის, ჩვენი ტრადიციების, კულტურის დაცვა, - ეს „ქართული ოცნების“ 14- წლიანი პოლიტიკის შედეგია. ვულოცავ „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახს და მის მხარდამჭერებს დღევანდელ დღეს. მადლობა საქართველოს ერთგულებისთვის!“, - აცხადებს კახა კალაძე.
1776782198
საზოგადოება28 აპრილს საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
2026 წლის 28 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა. სხდომაზე გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი.
1776780890
საზოგადოებაშინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას სულხან თამაზაშვილი დაიკავებს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი სულხან თამაზაშვილი, მას მინდა გადავიხადო, მადლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე ძალიან წარმატებული...
1776780844
საზოგადოებამამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს“, - განაცხადა ბრიფინგზე პრემიერ-მინ...
1776780313
საზოგადოებაგეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას დაიკავებს
შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ცნობილი მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსა...
1776780072
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი ასტანაში, რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 22 აპრილს რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართება, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს....


























