პრემიერი: ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენების ფონზე, სამხრეთ კავკასიის რეგიონი სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ არსებული შესაძლებლობები
მსოფლიოში ომები გვაქვს, გლობალური ლანდშაფტი გეოპოლიტიკური დაძაბულობითაა განპირობებული, კონფლიქტები ყველაფერს აზარალებს: სავაჭრო მარშრუტებს, ენერგეტიკას, ტრანსპორტს და ეკონომიკურ სტაბილურობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე, პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
მისი თქმით, ასეთ ვითარებაში აუცილებელია ძირეული გადაწყვეტილებების მოძებნა.
„ჩვენ გვინდა, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩრდილოეთ მაკედონიის მსგავსი მიზანი გვაქვს, თუმცა ვხედავთ, თავად ევროკავშირი სერიოზული და ფუნდამენტური გამოწვევების წინაშე დგას. წლების განმავლობაში, ევროკავშირს სპეციფიკური ძლიერი მხარეები გააჩნდა, ძლიერი იდენტობა, კეთილდღეობის მაღალი დონე და სიძლიერე დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. ახლა კი, ევროკავშირი ამ სამივე მიმართულებით გამოწვევების წინაშე დგას. ეს ძალიან გვაწუხებს და ვიმედოვნებთ, რომ ვითარება მომავალში შეიცვლება“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცხადია, ყველა გაურკვევლობა და გლობალური გამოწვევა ამ რეგიონსაც ეხება, თუმცა, ამავდროულად, ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენების ფონზე, სამხრეთ კავკასიის რეგიონი სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.
„ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ არსებული შესაძლებლობები. წლების განმავლობაში საქართველო ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდს წარმოადგენდა.
ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტად განვამტკიცოთ ჩვენი დამაკავშირებელი ფუნქცია. ახლანდელ პირობებში, როდესაც სავაჭრო მარშრუტები კვლავ გამოწვევებს აწყდება, შეგვიძლია, ჩვენს პარტნიორებს განსაკუთრებული მომსახურება შევთავაზოთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. საქართველო სატრანზიტო კვანძს წარმოადგენს საქონლის, მომსახურების, ენერგიისა და ციფრული მონაცემების ეფექტური გადაადგილებისთვის. ჩვენ განვაგრძობთ ამ ფუნქციის გაძლიერებაზე მუშაობას.
ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობაზე და პროგრესზეა ორიენტირებული, წარმატებულია. ეკონომიკური მონაცემები ამის დასტურია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი ევროპაში ყველაზე მაღალი იყო, 2021 წლიდან საშუალოდ 9.3% და წლევანდელი წელიც კარგად დავიწყეთ: იანვარ-თებერვალში 8.4%-იანი ზრდა დავაფიქსირეთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხედვა არის ასეთი: ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური პროგრესი და კავშირების განვითარება.
„ამ მიდგომით ჩვენ არა მხოლოდ შიდა მშვიდობას ვინარჩუნებთ, არამედ ხელს ვუწყობთ ფართო მშვიდობას ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ მხრივ ძლიერ პარტნიორებს ვუწოდებთ თავს თურქეთთან ერთად“,- დასძინა ირაკლი კობახიძემ.
1776418290
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ი...
1776417620
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად
საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კო...
1776416978
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?!
ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?! - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს სტამბოლში პარლ...
1776416328
საზოგადოებაპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაც...
1776416047
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: უნგრული ენის სწავლას თუ დაიწყებენ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს, მგონი, მთელი ოპოზიცია ჰერმან საბოს იმედად არის დარჩენილი, სამარცხვინოა, რასაც ვხედავთ
უნგრული ენის სწავლას თუ დაიწყებენ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს. ამ ყველაფერს იუმორით თუ შევხედავთ, მგონი, მთელი ოპოზიცია ჰერმან საბოს იმედად არის დარჩენილი. სამარცხვინოა, რასაც ვხედავთ, - ამის შესახებ პ...


























