პრემიერი: კორუფციის სიმცირის მაჩვენებლით ჩვენ ვუსწრებთ არამხოლოდ ყველა კანდიდატ ქვეყანას, არამედ ევროკავშირის წევრ ათამდე ქვეყანას სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით

ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის მოწინავე სხვადასხვა მიმართულებით და ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა კორუფციის სიმცირე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები, მათ შორის, გადაწყვეტილებები - მთავრობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ასევე, ტენდერების გამჭვირვალობასთან, პირდაპირი პრივატიზაციის პრაქტიკის აღმოფხვრასთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს ქვეყანაში კორუფციის მაქსიმალურად აღმოფხვრას და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.

„ჩვენ ვუსწრებთ არამხოლოდ ყველა კანდიდატ ქვეყანას, არამედ ევროკავშირის წევრ 10-მდე ქვეყანას სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით.

ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით დამატებით. როგორც მოგეხსენებათ, შარშანდელი წელი იყო გამორჩეული ამ კუთხით და ვგულისხმობ არამხოლოდ იმ სასჯელებს, რომლებიც დადგა კონკრეტული ადამიანების მიმართ კორუფციული ბრალდებების გამო, არამედ, პირველ რიგში, ვგულისხმობ იმ ზომებს, რომლებიც მიღებული იქნა მართვის სისტემის გაუმჯობესებისთვის, კორუფციის აღმოფხვრისთვის.

ეს იყო მთავრობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, ტენდერების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, ეს იყო პირდაპირი პრივატიზაციის პრაქტიკის აღმოფხვრა და ა.შ.

ყველა მიმართულებით მივიღეთ კონკრეტული ზომები იმისათვის, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ჩვენს ქვეყანაში კორუფცია და ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784139694

ახალი ამბები

შიო მესამე: დღევანდელი დღე მოგვიწოდებს, დავფიქრდეთ და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში

„დღევანდელი დღე მოგვიწოდებს, დავფიქრდეთ და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში... თავის...

შიო მესამე

1784138858

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი მარკო რუბიოს ორგანიზებულ ფორუმში მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობაზე: თუ ხელისუფლება მართლაც „არალეგიტიმურია“, მაშინ რატომ ზის მისი ვიცე-პრემიერი არა შემთხვევითი სტუმრის სტატუსით, არამედ როგორც სრულუფლებიანი მონაწილე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება საერთაშორისო მინისტერიალს და აღნიშნავს, რომ ღონისძიებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა წინააღმდეგობაში მოდ...

დავით ქართველიშვილი

1784136561

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა - მხარეებმა პირდაპირი ფრენების სიხშირის გაზრდაზე იმსჯელეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოც...

მარიამ ქვრივიშვილი

1784134252

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალა...

პროკურატურაპროკურატურა

1784133607

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ვნახავთ კიდევ უფრო მეტ რეისს კიდევ უფრო მეტი მიმართულებიდან

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ China Eastern Airlines-თან ერთად ვწერთ ახალ ისტორიას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გ...

მარიამ ქვრივიშვილი