პრემიერის ინტერვიუ „ევრონიუსთან“ - 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მიღწევადია, ბურთი ახლა ბრიუსელის მოედანზეა, გაერთიანებას ახალი წევრებისადმი მიდგომებში მეტი მოქნილობა სჭირდება

„2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მიღწევადია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.

პრემიერი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პროცესში ბრიუსელის მეტი მოქნილობის საჭიროებაზე საუბრობს.

როგორც ირაკლი კობახიძე ინტერვიუში აღნიშნავს, ბურთი ახლა ბრიუსელის მოედანზეა და გაერთიანებას ახალი წევრებისადმი მიდგომებში მეტი მოქნილობა სჭირდება.

მისივე თქმით, საქართველოს ევროპულ ბიუროკრატიასთან აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევები, თუმცა ის საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ ქვეყანა 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდება.

„ჩვენ განუხრელად ვივლით ამ მიზნისკენ და ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო წლებში საქართველოსადმი მიდგომა უფრო სამართლიანი იქნება”, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

როგორც ევრონიუსი წერს, ირაკლი კობახიძის შეფასებით, დღეს რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჯანსაღი ურთიერთობები არ არის, ამის მიზეზია არა საქართველოს პოლიტიკა, არამედ ევროპული ბიუროკრატიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ და თუკი ეს პოლიტიკა შეიცვლება, ყველაფერი გამოსწორდება.

„ჩვენი ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ევროკავშირთან ჯანსაღი ურთიერთობებით, რასაც ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ. მაგრამ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამის მიზეზია არა საქართველოს პოლიტიკა, არამედ ევროპული ბიუროკრატიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ. ასე რომ, თუკი ეს პოლიტიკა შეიცვლება, ყველაფერი გამოსწორდება”, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738910820

ახალი ამბები

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 26 პირი დააკავა, ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, აქედან 3 „კანონიერი ქურდია“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ო...

დაკავება

1738908313

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას თეთრის სახლი ავრცელებს. „მე, დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი,...

დონალდ ტრამპი

1738907025

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვიცი რატომ, მაგრამ პუტინს ეშინია ჩემთან ომის დასრულებაზე საუბრის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს მასთან ომის დასრულებაზე საუბრის ეშინია. ზელენსკიმ უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა რუსეთთან მოლაპარაკებების აკრძალვის შესახებ თავ...

ზელენსკი და პუტინი

1738904659

ახალი ამბები

„მივდივარ პოლიტიკიდან“ - თამარ კორძაია

საკმაოდ ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ შევწყვიტო პოლიტიკური საქმიანობა, მივდივარ პოლიტიკიდან, - ამის შესახებ თამარ კორძაია სოციალურ ქსელში წერს. „მინდა, საჯაროდ გავაკეთო განმარტება...

თამარ კორძაია

1738873035

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ჩვენ უნდა განვასხვაოთ ევროპა და ევრო ბიუროკრატია - ბევრი ევრო ბიუროკრატი დღემდე ემორჩილება „დიფ სთეითის“ გავლენებს

 ჩვენ უნდა განვასხვაოთ ევროპა და ევრო ბიუროკრატია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIV...

მამუკა მდინარაძე