„მივდივარ პოლიტიკიდან“ - თამარ კორძაია
![](https://exclusivetv.ge/uploads/files/2025/02/07/25312/tamar-kordzaia_w_h.jpeg)
საკმაოდ ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ შევწყვიტო პოლიტიკური საქმიანობა, მივდივარ პოლიტიკიდან, - ამის შესახებ თამარ კორძაია სოციალურ ქსელში წერს.
„მინდა, საჯაროდ გავაკეთო განმარტება ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ - მივდივარ პოლიტიკიდან.
2013 წელს დავიწყე პოლიტიკური საქმიანობა და ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო პერიოდი. მუდმივად ვცდილობდი, ვყოფილიყავი ქვეყნის ინტერესების, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დამცველი. ზოგჯერ გამომდიოდა, ზოგჯერ - არა. მაგრამ ერთი რამე ნამდვილად შემიძლია, დაბეჯითებით ვთქვა, ყველა გადაწყვეტილება ამ სამი მთავარი ღირებულებით იყო ნაკარნახევი. ბევრი კრიტიკა მიმიღია, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც თანადგომა და მხარდაჭერა მახსოვს და მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამას მაგრძნობინებდა.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი. ცხოვრება ღირს ამ გამოცდილებად. საკმაოდ ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ შევწყვიტო პოლიტიკური საქმიანობა. რთულია, ვიცი, ამასაც არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვება, ესეც გასაგებია.
ვრჩები აქტიურ მოქალაქედ და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ადამიანად“, - წერს კორძაია.
1738873035
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ჩვენ უნდა განვასხვაოთ ევროპა და ევრო ბიუროკრატია - ბევრი ევრო ბიუროკრატი დღემდე ემორჩილება „დიფ სთეითის“ გავლენებს
ჩვენ უნდა განვასხვაოთ ევროპა და ევრო ბიუროკრატია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIV...
1738872318
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ჩვენ რომ არ დაგვერწმუნებინა ევროპელი ბიუროკრატები, რომ კანდიდატის სტატუსის არმოცემით ვერაფერს გვიზამდნენ, კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებდით
რომ არ დაგვერწმუნებინა ჩვენ ევროპელი ბიუროკრატები, რომ კანდიდატის სტატუსის არმოცემით ვერაფერს გვიზამდნენ, ჩვენ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებდით. ეს არის მთავარი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის...
1738869518
მსოფლიოორბანის ოფისი აცხადებს, რომ უნგრეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლას განიხილავს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ოფისმა განაცხადა, რომ უნგრეთი განიხილავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვებას შეერთებული შტატების ანალოგიური გადაწყვეტილების შემდეგ. ამის შესახებ უნგრეთი...
1738867727
მსოფლიოზელენსკი: მზად ვარ მოლაპარაკებისთვის პუტინთან, თუ გვექნება გაგება, როგორ დასრულდება ეს ომი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებისთვის იმ შემთხვევაში, თუ იქნება იმის გაგება, როგორ დასრულდება ომი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული...
1738863398
მსოფლიოზახაროვა აცხადებს, რომ უკრაინაში ცეცხლის დროებით შეწყვეტა მიუღებელია
„რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გაყინვა, ან ცეცხლის დროებითი შეწყვეტა მიუღებელია, რადგან ამას დასავლეთი კიევის რეჟიმის სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად გამოიყენებს“, - ამის შესახებ ბრიფინგზე რუსეთის ს...