ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვიცი რატომ, მაგრამ პუტინს ეშინია ჩემთან ომის დასრულებაზე საუბრის
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს მასთან ომის დასრულებაზე საუბრის ეშინია.
ზელენსკიმ უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა რუსეთთან მოლაპარაკებების აკრძალვის შესახებ თავისი ბრძანებულების გაუქმებას.
„ბრძანებულების გაუქმების საკითხი რუსეთის ფედერაციის ნარატივია. ისინი მუდმივად ეძებენ შანსს, რომ არ შეგვხვდნენ. მე ამას გულწრფელად ვამბობ. ისინი ეძებენ სხვადასხვა მიზეზებს. თუ ჩვენ გვსურს ომის დასრულება და მართლა გვსურს მშვიდობა, მაშინ მიზეზები ნამდვილად მეორეხარისხოვანია. დანარჩენი ყველაფერი გადაწყდება.
დარწმუნებული ვარ ამაში. მაგრამ პრობლემა მგონია, ისაა, რომ პუტინს ეშინია ჩემთან ომის დასრულებაზე საუბრის. არ ვიცი რატომ, თითქოს ზრდასრული ადამიანია, ეშინია სხვა ადამიანთან მარტო დარჩენის თავისი „ხროვის“ გარეშე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
1738911859
მსოფლიოკუნძულ სანტორინიზე, რომელიც 11 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა, საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა - სეისმოლოგებმა 500-ზე მეტი მიწისძვრა დააფიქსირეს
კუნძულ სანტორინიზე 28 იანვრის შემდეგ 500-ზე მეტი მიწისძვრა დაფიქსირდა. საბერძნეთის ხელისუფლებამ კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 3 მარტამდე გაგრძელდება. ადგილი 11 ათასზე მეტმა ადამია...
1738910820
ახალი ამბებიშსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 26 პირი დააკავა, ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, აქედან 3 „კანონიერი ქურდია“
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ო...
1738908313
მსოფლიოდონალდ ტრამპმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას თეთრის სახლი ავრცელებს. „მე, დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი,...
1738905297
ახალი ამბებიპრემიერის ინტერვიუ „ევრონიუსთან“ - 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მიღწევადია, ბურთი ახლა ბრიუსელის მოედანზეა, გაერთიანებას ახალი წევრებისადმი მიდგომებში მეტი მოქნილობა სჭირდება
„2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მიღწევადია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს. პრემიერი ევროკავშირში გაწევრი...
1738904659
ახალი ამბები„მივდივარ პოლიტიკიდან“ - თამარ კორძაია
საკმაოდ ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ შევწყვიტო პოლიტიკური საქმიანობა, მივდივარ პოლიტიკიდან, - ამის შესახებ თამარ კორძაია სოციალურ ქსელში წერს. „მინდა, საჯაროდ გავაკეთო განმარტება...