რეზო ბლიაძე: ადამიანები, რომლებიც 2008-ის მერე რუსეთში მღეროდნენ, 2022 წლიდან, ვისაც რუსეთში არასდროს უმღერია იმათ ეძახდნენ „რუსებს”…

მუსიკოსი რეზო ბლიაძე ოპოზიციის ნაწილსა და მათ მხარდამჭერ არტისტებს ორპირულ და უპრინციპო ქცევაში ადანაშაულებს.

ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბოლო წლების პოლიტიკურ მოვლენებსა და კულტურის სფეროში შექმნილ პროცესებს ეხმაურება.

ბლიაძის თქმით, ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებს „რუსებს“ ეძახდნენ, სახელმწიფო ინსტიტუტებს არ აღიარებდნენ და კულტურულ ღონისძიებებს ჩაშლით ემუქრებოდნენ, დღეს ჩვეულებრივად აგრძელებენ კონცერტებში მონაწილეობას იმავე ხელისუფლების პირობებში.

მუსიკოსი იხსენებს კონკრეტულ ეპიზოდებსაც, მათ შორის ორბელიანის მოედანზე გამართულ ღონისძიებასა და პარლამენტთან საახალწლო ნაძვის ხის ანთების პროცესს, რომელთა ჩაშლაშიც, მისი თქმით, ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები და ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობდნენ.

„2-3 წელი არ გასულა საქართველოს ბოლო არჩევნებიდან. მახსენდება როგორ მტრობდნენ და ,,აბოზებდნენ” საკუთარ სახელმწიფოს. არ აღიარებდნენ პრეზიდენტს. არ აღიარებდნენ პარლამენტს. საკუთარ ხელისუფლებას ეძახდნენ „რუსებს” და ადანაშაულებდნენ ოკუპანტთან „თანამშრომლობაში” ამბობდნენ: საქართველო რუსეთის უკანა ეზოა და რუსეთში მიგვათრევენო. სწორედ ამ მიზეზით უარს ამბობდნენ კონცერტებში მონაწილეობაზე. თუ ვინმე გაბედავდა და სადმე იმღერებდა სცენასთან მიუვარდებიდნენ ევროკავშირის დროშებით. პირადად ჩვენ ე.წ. პრეზიდენტი ზურაბიშვილი სცენაზე ამოგვივარდა ორბელიანზე და კონცერტი ჩაშალა. შემდეგ იყო პარლამენტთან ნაძვის ხის ანთება, რომელიც ჩაშალეს და ბავშვებს წაართვეს ახალი წელი.

ადამიანები, რომლებიც 2008 ის მერე რუსეთში მღეროდნენ, 2022 წლიდან, ვისაც რუსეთში არასდროს უმღერია იმათ ეძახდნენ ,,რუსებს”… საზოგადოება გახლიჩეს ორ ნაწილად, დაამკვიდრეს და ჩვეულებრივ ამბად გვიქციეს გინება, ლანძღვა, შეურაცხყოფა. სიმღერაც კი შექმნეს და ერთ, ან ორ, ან სამ ადამიანს კი არა, მილიონრაღაც ადამიანს უმღეროდნენ გინებ/გინებით. დღეს კი ვხედავ, ეს ორტრაკა, საკუთარი ქვეყნის „საბოტაჟნიკები” და ჩამშვებები, როგორ დადიან „იგივე” ქვეყანაში, იგივე მთავრობის პირობებში, იგივე სახეებით, იმ ქალაქებში რომელსაც „ჩელიაბინსკებს” ეძახდნენ და როგორ ათამაშებენ კურტუმებს სხვა და სხვა კონცერტებზე…. რა, რამე შეცვალეთ? ვინმეს უკან დაახევინეთ? ტერიტორიები დაიბრუნეთ თუ რუსეთი დაამარცხეთ უკრაინაში? რა გამღერებთ? რა გაცეკვებთ? მიკვირს მიწა და სცენა როგორ არ გისკდებათ ფეხქვეშ, თქვენი უპრინციპო, აკაცუკი დედა ვატირე!

მახსოვს გვემუქრებოდნენ: ყველას და ყველაფერს ვიმახსოვრებთო. როგორც ხედავთ ჩვენც კარგად დაგიმახსოვრეთ - ყველა! რუსეთი ოკუპანტია! ძმაკაცს არასდროს ერქმევა ცოლი! გაუმარჯოს საქართველოს!”, - წერს რეზო ბლიაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786175928

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ანწუხელიძე არის გმირი, რომელმაც თავი დადო საკუთარი სამშობლოსთვის, მოგვიანებით გამოვიდა სააკაშვილი და თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა

„ანწუხელიძე არის გმირი, რომელმაც თავი დადო საკუთარი სამშობლოსთვის, მოგვიანებით გამოვიდა სააკაშვილი და თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა, სამარცხვინო სიტყვები თქვა, თითქოს, სააკაშვილისთვის შეგინ...

ირაკლი კობახიძე

1786173218

ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო – მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები

„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულე...

საგარეო საქმეთა სამინისტრო

1786172211

მსოფლიო

კიევის ოლქზე საჰაერო იერიშს სამი ადამიანი ემსხვერპლა

რუსულმა ძალებმა 7-8 აგვისტოს, ღამით, კიევზე და კიევის ოლქზე კომბინირებული საჰაერო იერიში განახორციელეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. „ბროვარის რაიონში სამ ადგილას სახლები დაინგრა. დაღუპულია სამ...

კიევის ოლქზე

1786171260

ახალი ამბები

სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევით, რუსეთის ფედერ...

სახელმწიფო მინისტრის აპარატი

1786169269

ახალი ამბები

აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო დროშები დაეშვა

2008 წლის აგვისტოს ომის მეთვრამეტე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქ...

 თავდაცვის სამინისტრო