საგარეო საქმეთა სამინისტრო – მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები

„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფით, განახორციელა საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია და მათი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება“, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთი აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში, აგრძელებს მათი მილიტარიზაციის პროცესს და აქტიურად დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ.

„დღესაც, ოკუპაციის 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მეტიც, რუსეთი აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში, აგრძელებს მათი მილიტარიზაციის პროცესს და აქტიურად დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციითა და მოსახლეობის იზოლაციაში მოქცევით, რუსეთი საგრძნობლად აუარესებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ გარემოს. ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის არქონა, ართულებს ადგილზე არსებული ვითარების სრულფასოვან შეფასებასა და ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიან უზრუნველყოფას.

მსგავსი ქმედებებით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, რაც დასტურდება საერთაშორისო სასამართლოების მიერ ბოლო წლებში მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით.

საქართველო მტკიცედ განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, რომლის მიზანია დეოკუპაცია, მშვიდობის განმტკიცება და კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობისა და ურთიერთობის აღდგენა. საქართველო ამ მიზნების მისაღწევად იყენებს დიპლომატიურ და სამართლებრივ მექანიზმებს და აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან.

საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხებზე მოლაპარაკებების მთავარ საერთაშორისო ფორმატს.

მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველო მკაფიოდ აყენებს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების სრულფასოვანი ფუნქციონირების საკითხებს. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ასევე, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის უპირობო აღდგენა და მისი რეგულარული მუშაობა.

საქართველო აფასებს საერთაშორისო საზოგადოების მიერ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის მიმართ გამოხატულ ურყევ მხარდაჭერას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

18 წლის შემდეგ საქართველოს მშვიდობისა და ერთიანობის მიზანი კვლავ უცვლელია. საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ პოლიტიკას და ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა, უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება.საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ პატივს მიაგებს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786172211

მსოფლიო

კიევის ოლქზე საჰაერო იერიშს სამი ადამიანი ემსხვერპლა

რუსულმა ძალებმა 7-8 აგვისტოს, ღამით, კიევზე და კიევის ოლქზე კომბინირებული საჰაერო იერიში განახორციელეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. „ბროვარის რაიონში სამ ადგილას სახლები დაინგრა. დაღუპულია სამ...

კიევის ოლქზე

1786171260

ახალი ამბები

სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევით, რუსეთის ფედერ...

სახელმწიფო მინისტრის აპარატი

1786169269

ახალი ამბები

აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო დროშები დაეშვა

2008 წლის აგვისტოს ომის მეთვრამეტე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქ...

 თავდაცვის სამინისტრო

1786136136

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია. 18 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოში, რუსე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

1786136107

საზოგადოება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია. ინფორმაციას სუსი ავრც...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური