"პრეზიდენტმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მოიხსენია, როგორც მეზობლები და საუბარი ჰქონდა მათ სუვერენულობაზე" - ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 26 მაისის განცხადებას კრიტიკულად აფასებს და აცხადებს, რომ „პრეზიდენტმა პრაქტიკულად აფხაზეთი და ცხინვალი მეზობლებად მოიხსენა“.
"რაც შეეხება [პრეზიდენტის] სასამართლოსთან დაკავშირებულ განცხადებას, მე მგონი, სირცხვილი სწორედ ეს განცხადება იყო, ამას პირდაპირ და თამამად ვამბობ.
26 მაისს, საზეიმო დღეს, როდესაც არ იცი, რაზე უნდა ისაუბრო, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ამაზე უნდა მივუნიშნოთ პრეზიდენტს, რომ დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი, ეს არის სერიოზული პრობლემა.
ჯერ კონტექსტი უნდა იცოდე, როდის რა განცხადება გააკეთო და მეორე, შინაარსში, ოპოზიცია რომ აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს, ეს ერთია, მაგრამ როდესაც პრეზიდენტი აკეთებს უარგუმენტო განცხადებებს და თავს ესხმის სახელმწიფო ინსტიტუტს, ეს არის სერიოზული პრობლემა და ეს არის სერიოზული გადახვევა იმ როლიდან, რაც აქვს პრეზიდენტს, როგორც ინსტიტუტების გარანტს.
თუმცა ეს თავისთავად შეიძლება აღსანიშნავი არ ყოფილიყო იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტმა პრაქტიკულად აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მოიხსენია, როგორც მეზობლები და საუბარი ჰქონდა მათ სუვერენულობაზე", – განაცხადა კობახიძემ.
რა განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, იხილეთ ვრცლად
1776605654
ახალი ამბებინიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი გარდაიცვალა
ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
1776604584
მსოფლიოზელენსკი: ყველა დოლარი, რომელიც რუსულ ნავთობშია გადახდილი, არის ფული ომისთვის
უკრაინის პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა შეერთებული შტატები იმის გამო, რომ ვაშინგტონმა რუსეთს ნავთობზე დაწესებული სანქციები არ განუახლა. „რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესუსტება კვებავს რუსუ...
1776603275
მსოფლიო„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებით შეთანხმებას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს
დაჯგუფება „ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის შეთანხმებულ ცეცხლის ათდღიან შეწყვეტას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. „შეურაცხმყოფელია, რომ შეერთებულმა შტატებმა ლიბანის მთავრობის სახელით...
1776601262
ახალი ამბებიპროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს, ერთ-ერთ სკვე...
1776600387
სპორტიილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო მოიპოვა
ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მეტოქე, რომელსაც სულამანიძე თბილისში მიმდინარე ტურნირზე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში უნდა შეხვედროდა, ზელიმ კოცოევი, ნახევარფინალში ჰანსოკუ-მაკეთ...




























